FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.04.2018
23 აპრილს,19:00 საათზე მესხეთის დრამატულ თეატრში, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრულ ფილმს „ექვთიმე ღვთისკაცს“ უჩვენებენ.

ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის'  ჩვენება გაიმართება
ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ გადაღებები, რომელსაც ახალციხელი მაყურებელი სამ დღეში იხილავს, თბილისის პარალელურად, პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.

ფილმის სიუჟეტი 1911–1945 წლებში ექვთიმე თაყაიშვილის საფრანგეთში, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. მისი მთავარი გმირი,მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისაგან და მდიდარი კოლექციონერებისაგან, 39 ყუთში მოთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს.

სურათში ასევე, ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

ფილმში ცოცხლდებიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები:ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია,აკაკი ჩხენკელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვები.

ექვთიმე თაყაიშვილის როლს, გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენების ორგანიზებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური უწევს.
ფილმის ჩვენებაზე დასასწრებად ბილეთების შეძენა ონალინ, TKT.GE-ზეა შესაძლებელი.23 აპრილს კი ბილეთებს, თეატრის სალაროშიც შეიძენთ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ‘ექვთიმე ღვთისკაცის’ ჩვენება გაიმართება
ახალციხეში  ‘ექვთიმე ღვთისკაცის’  ჩვენება გაიმართა
‘სუფრაჟისტები’ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში ფილმის ჩვენება გაიმართება
ახალი ამბები – 23 აპრილი [Audio]
დღის მთავარი გამოშვება – 23 აპრილი [Audio]
დოკუმენტური ფილმის „რა ვიცი...“ ჩვენება და დისკუსია ახალციხეში