FM97.5 / LIVE

შესაძლოა სკოლებში ექთნის შტატი აღდგეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 12.06.2013
სექტემბრიდან, სავარაუდოდ, სკოლებში ექთნის შტატი აღდგება. ახალ საშტატო განრიგს, ახალი სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებთან ერთად განიხილავს.

შესაძლოა სკოლებში ექთნის შტატი აღდგეს

ამ დრომდე ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტი მხოლოდ სამ სკოლაშია: ახალციხის პირველ, მეხუთე და ვალის ასევე პირველ საჯარო სკოლებში.

აღნიშნულ სკოლებში ექთნის კაბინეტები ამავე სკოლების ხელმძღვანელების თხოვნის შედეგად შემორჩა.

”დიდკონტიგენტიანი სკოლებია, ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვიც სწავლობს, ამიტომ სკოლის ხელმძღვანელობის თხოვნით სამინისტრომ აღნიშნულ სკოლებში ექთნის შტატი აღარ გააუქმა”,- გვიხსნის ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი თამარ ებრალიძე.

სკოლებში ექთნის შტატის საჭიროების აუცილებლობაზე საუბრობს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე:
”ბევრი შემთხვევა გვქონია, როცა ექთანი სასწრაფოდ დაგვჭირვებია. ყველაფერზე სასწრაფო დახმარებას ვერ გამოვიძახებთ. მოსწავლეს ან პედაგოგს რამე რომ ასტკივდეს, პირველად დახმარებას კი გავუწევთ, მაგრამ ამას კვალიფიციური მუშაკი უფრო კარგად გააკეთებს”.

სკოლებში ექთნის შტატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2010-2011 სასწავლო წლიდან გაუქმდა.

როგორც ახალციხის რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი ამბობს, სკოლებში ექთნის შტატი დროებით უნდა გაუქმებულიყო: ”ექთნის შტატი მას შემდეგ აღდგებოდა, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით ჯანდაცვის სამინისტრო იმ სტანდარტებს შეიმუშავებდა, რომლის მიხედვითაც სკოლის ექთნების გადამზადება იგეგმებოდა”.

ჯანდაცვის სამინისტრომ აღებული ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, განათლების სამინისტრომ სკოლებში ექთნის შტატი აღარ აღადგინა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სკოლები უექიმოდ [Video]
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება
ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის  სკოლებში 368  პირველკლასელი მიიღეს [Photo]
სოფლებში ექთნის დანიშვნას ითხოვენ