FM97.5 / LIVE

ახალციხეში გაზით დედა–შვილი მოიწამლა

მთავარისიახლე, შემთხვევა 21.04.2018
ახალციხეში, გაზის მწვავე ინტოქსიკაციით დედა-შვილი საავამდყოფოში გადაიყვანეს.

ახალციხეში გაზით  დედა–შვილი მოიწამლა
შემთხვევა, 20 აპრილს დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. როგორც ახლობლები ყვებიან, დედა და შვილი სახლში მარტო იყვნენ,თავი შეუძლოდ იგრძნეს და დასახმარებლად მეგობარს დაურეკეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარება სწორედ მეგობარმა გამოიძახა. 22 წლის გოგონა, დედასთან ერთად კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.

„ერთ–ერთ მათგანი გონების დაბინდვით შემოვიდა.მწვავე ინტოქსიკაცია იყო, თუმცა მდგომარეობიდან მალე გამოვიდნენ“,– განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ კლინიკა „იმედში“.

მათივე ინფორმაციით, დედა–შვილი დღეს, 21 აპრილს დილით სახლში გაეწერნენ.

როგორც მოწამლულებისახლობლები ამბობენ, გაზის გაჟონვა სავარაუდოდ გაუმართავმა „კარმას“ გამათბობელმა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია არ შესულა გაზის კომპანიაშია.

„ამ ამბის შესახებ, თქვენგან მესმის. ზოგჯერ, გამათბობლებს თვითნებურად ამონტაჟებენ, ჩვენი გაფრთხილების გარეშე და ამიტომაც ხდება ასეთი შემთხვევები“,–ამბობს „ინტერგაზის“ დირექტორი ვასილ აბულაძე.

ოჯახმა ბინა, სადაც გაზით მოიწამლნენ დაახლოებით ორი თვის წინ იქირავა.

რა გახდა გაზის გაჟონვის მიზეზი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ძიება სსკ–ს, 240–ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

თბილისში, სავარაუდოდ,  გაზის ნამწვით გარდაცვლილ 7 კაცს შორის, ერთ–ერთი ასპინძიდანაა
გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა
ახალციხეში ოჯახის სამი წევრი გაზით მოიწამლა
ნინოწმინდაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედაგად, სამი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში სამი ადამიანის გაზით მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი გახდა
ახალციხეში გაზის მიწოდება  აღდგა
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს