FM97.5 / LIVE

სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.04.2018
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურში, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობა 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და ხუთ სოფელს მოემსახურება.

სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

საბავშვო ბაღის შენობა საზეიმო ვითარებაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა გახსნეს.

ბაღში ორი სათამაშო და ორი სასაუზმე ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, საკუჭნაო, დერეფანი და სამი სველი წერტილია.

პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის გარეფასადი, კარ–ფანჯრები და იატაკი, მოეწყო წყლის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეიღება ჭერი და კედლები.

სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის შენობა ამორტიზებული იყო და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებდა. ახლა კი ბაღში ორი ჯგუფია. აქ, ბოლაჯურის მიმდებარედ ხუთი სოფლის აღსაზრდელები ივლიან.

პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო. საერთაშორისო ორგანიზაცია „world vision“-მა სააღმზრდელო დაწესებულება ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა.

სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბოლაჯურში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ყვიბისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურში, საბავშვო ბაღი რემონტდება
‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა