FM97.5 / LIVE

სოფელ წირაში მკვდარი ძროხა იპოვეს

მთავარისაზოგადოება 12.06.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირას მახლობლად დაცემული პირუტყვის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. თუმცა, გაირკვა, რომ საქონელი დაახლოებით 2-3 კვირის წინ არის მკვდარი

სოფელ წირაში მკვდარი ძროხა იპოვეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში განმარტავენ, რომ პირუტყვი დაახლოებით ორი კვირის წინ დაეცა. ამიტომ, საქონლის სიკვდილის მიზეზის დადგენა გაჭირდება.

აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცვნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ლია ბექაურის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქონელი ორი კვირის წინაა დაცემული,შესაბამისი ანალიზი მაინც ჩაუტარდება.

-”პირუტყვი იმდენად გაფუჭებული და გახრწნილი იყო, რომ ვერ დაადგენ სიკვდილის მიზეზს. ჩვენ ავიღეთ ნიმუშად ტყავის ფრაგმენტი და გადავაგზავნეთ ლაბორატორიაში. პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”, - განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.

ბექაურის განმარტებით, შეუძლებელია პირუტყვის მეპატრონის ვინაობის გარკვევაც. როგორც იგი ამბობს, სოფელში გამოკითხული მოსახლეობიდან პირუტყვის მეპატრონე არცერთი აღმოჩნდა: ”ძნელია დაადგინო ვისი საკუთრებაა. საქონელს თავი მოჭრილი აქვს, შესაბამისად არ აქვს საყურე ნიშანი”.

დაცემულ პირუტყვს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე დამარხავენ. ტერიტორიას კი სპეციალური ხსნარით დაამუშავებენ.

-”იმდენად გახრწნილია, რომ მისი გადაადგილება შეუძლებელია. ამისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა ტრაქტორს გააგზავნის, რომ დასამარხად მიწა გათხარონ”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წირაში დაცემული პირუტყვის სიკვდილის მიზეზი სამ დღეში დადგინდება
სოფელ ანში ბრუცელოზის შემთხვევებმა იმატა

სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება
რა გახდა დაავადებული პირუტყვის აცრის გაჭიანურების მიზეზი
ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს