FM97.5 / LIVE

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.04.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დაპირების მიუხედავად, ადიგენში, დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტზე მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყია. ამიტომ სამუშაოებს ადიგენის მერია ასრულებს.

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, სპეციალურ ჯგუფს, რომელიც საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს მოამზადებდა, თითქმის ერთი თვე ელოდა.

„ინფორმაცია არ მაქვს სამუშაო ჯგუფი ადიგენში რატომ არ წავიდა. დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ–ერთი მოადგილე ხელმძღვანელობდა ამ საკითხს. ის ახლა საქართველოში არ იმყოფება“, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გოდერძი სხრიტლაძის განმარტებით, ახალი გზის გასაყვანად საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად პროექტზე ტენდერი მომავალ კვირას გამოცხადდება: „ვამზადებ საპროექტო წინადადებას. კოორდინატები უკვე ავიღე“.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში, დერცელის და კიკიბოს გზაზე მეწყერი 26 მარტს ჩამოწვა. მეწყერი გზის კიდევ ოთხ მონაკვეთზეა გააქტიურებული. მიუხედავად საშიშროებისა ორი სოფლის მოსახლეობა, ამ გზით მაინც სარგებლობს, რადგან ალტერნატიული გზა არ აქვთ.

სპეციალისტების გადაწყვეტილებით, გზის ეს მონაკვეთი აღდგენას არ ექვემდებარება და საჭიროა ახალი, გზის გაყვანა. სწორედ ამ გზის დასაპროექტებლად ელოდებონენ სპეციალისტებს საგზაო დეპარტამენტიდან.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.03.2019 11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

25.03.2019 ‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

24.03.2019 სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან

24.03.2019 აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ადიგენის დამეწყრილ სოფლებამდე ახალი გზის გასაყვანად ტენდერი გამოცხადდა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება
დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის პროექტმა კიდევ ათი დღით გადაიწია
ხუთი თვის შემდეგ დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის დაპროექტება დაიწყო
ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ