FM97.5 / LIVE

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.04.2018
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილი, იმ წყლის არხის მოწესრიგებას ითხოვს, რომელსაც წლებია კანალიზაცია უერთდება.

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ

არხი,რომელიც სოფელ ღრელიდან მოედინება, ახალციხეს შუაზე კვეთს და მდინარე ფოცხოვისკენ მიდის. მისი ნაწილი დახურულია, ნაწილი კი ღია. არხს, სხვადასხვა ადგილზე, საკანალიზაციო მილებით ფეკალური მასა ერევა, აქ მოსახლეობა ნარჩენებსაც ყრის.

ადგილობრივები, რომლებსაც ამ გზით გადაადგილება დღის განმავლობაში არა ერთხელ უხდებათ, ამბობენ, რომ ქალაქში, რომელშიც ტურისტების მოზიდვას ცდილობენ, კანალიზაციის ღია არხი არ უნდა გადიოდეს: „ამ გზაზე ბავშვებიც დადიან. შუა ქალაქში ასეთი სუნი არ უნდა იყოს“, – გვითხრა ელგა გვარამაძემ.

ანტისანიტარია, განსაკუთრებით, არხთან ახლოს მცხოვრებ 15 ოჯახს აწუხებს.

„აუტანელი სუნია ზამთარშიც და ზაფხულშიც. არხს პერიოდულად ჩვენ ვწმენდთ, თორემ წყალს ჩამოყოლილი ნაგავი გროვდება და იჭედება“, – ამბობს რუსთაველის N88-ში მცხოვრები ევგენია გევორქიანი.

გაუსაძლის პრიობებსა და ანტისანიტარიაზე საუბრობს გევორქიანის მეზობლად მცხოვრები სუსანა ბაღჩოიანი: „ახლა კიდევ არაუშავს, ზაფხულში ბუზები არიან და სუნიც უფრო მეტად აუტანელია, ვირთხებიც მომრავლდნენ. შენობაში შვიდი ოჯახი ცხოვრობს და ყველას ეს პრობლემა გვაწუხებს“.

ადგილობრივებმა ღია არხის მოწესრიგების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

„განცხადებას მერიააში მივიტანთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ. 15 ოჯახი ვცხოვრობთ ამ ტერიტორიაზე, დილით ყველაზე მეტად დგას კანალიზაციის სუნი, ეზოებში ვერ ვჩერდებით, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ხალხიც და ტურისტებიც სახეზე ხელაფარებულები დადიან. აქვეა ავტობუსების მოსაცდელიც და გზაზე ვერავინ ჩერდება“, – ამბობს რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები გენადი ყურმაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ამ ეტაპზე არ გეგმავენ: „ამ საკითხს ჯერ ვერ გადავწყვეტთ“.

გაერთიანებული წრალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივობის მართვის დეპარტამენტის უფროსი მიშა ქავთარაძე კი ამბობს, რომ საკითხის შესწავლას დაიწყებენ: „ამის შესახებ აქამდე არ ვიცოდით, ადგილზე გავალთ, დავათვალიერებთ. თუ შესაძლებელი იქნება პრობლემას უმოკლეს ვადაში მოვაგვარებთ, თუ მასშტაბურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სამუშაოებს ეტაპობრივად შევასრულებთ“.

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ

[ნანა ინასარიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე მცხოვრებლები ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ
ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში
ადიგენის მერია  ჩორჩნის სკოლის ეზოში გამავალ არხს მოაწესრიგებს
გევორქიანები დაზიანებული წყლის მილის შეკეთებას ითხოვენ
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება