FM97.5 / LIVE

რა გახდა დაავადებული პირუტყვის აცრის გაჭიანურების მიზეზი

მთავარისაზოგადოება 12.06.2013
სოფელ ანში პირუტყვის აცრა 4-5 დღეში დაიწყება. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მალხაზ ჟუჟუნაძემ გუშინ საღამოს გვაცნობა

რა გახდა დაავადებული პირუტყვის აცრის გაჭიანურების მიზეზი
"სამხრეთის კარიბჭის" მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელიც დაავადებული პირუტყვის აცრის პროცესის გაჭიანურებას ეხებოდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღნიშნული სამინისტროს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგებლისგან პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული დრო ითხოვეს.

”როგორც გვითხრეს პროგრამაზე მუშაობას 4-5 დღეში დაიწყებენ და სავარაუდოდ 25 დღეში დაასრულებენ. ამ ეტაპზე თურქულის თავიდან ასაცილებლად შესაბამის ზომებს იღებენ”,-ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

ჟუჟუნაძის თქმით, დარჩენილი 600 სული პირუტყვის აცრის პროცესის გაჭიანურების მიზეზიც სწორედ ეს გახდა:”როგორც გვითხრეს, რამდენიმე ვეტერინარი ჰყოლიათ, რომლებიც ამ ეტაპზე თურქულის პრევენციაზე მუშაობენ. ვეტერინარების არასაკმარისი რაოდენობის გამო ორ პრობლემას ერთდრაოულად ვერ უმკლავდებიან”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური დაიბარეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბლიაძემ ლია ბექაურს პროცესის გაჭიანურების გამო უსაყვედურა და დაინტერესდა, თუ რატომ არ იწყება დარჩენილი 600 პირუტყვის აცრა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექაურისგან სრული პასუხი ვერ მიიღო. ამიტომ, ბლიაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 არასამთავროები წულუკიანის მიერ ციხის ვიდეოს გასაჯაროებას კანონდარღვევად აფასებენ

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ვის მოუხდა თავის მართლება გამგეობის ტრადიციულ თათბირზე
წირაში დაცემული პირუტყვის სიკვდილის მიზეზი სამ დღეში დადგინდება
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
სოფელ წირაში მკვდარი ძროხა იპოვეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო
სოფელ ანში ბრუცელოზი კიდევ შვიდ ძროხას აღმოაჩნდა