FM97.5 / LIVE

ახალციხეში ქუჩების მოსარეცხად მხოლოდ ერთი, ძველი მანქანა აქვთ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.04.2018
ახალციხეში, ნაზამთრალი ქუჩების მორეცხვა დაიწყო, თუმცა, კეთილმოწყობის სამსახურის ძველი წყლის მანქანა, ყველა ქუჩის ერთდროულად შემოვლას ვერ ახერხებს.

ახალციხეში ქუჩების მოსარეცხად მხოლოდ ერთი, ძველი მანქანა აქვთ

ახალციხეში შპს „კეთილმოწყობამ“ საგაზაფხულო სამუშაოები, დაახლოებით, 30 წლის წინ შეძენილი „ზილის“ მარკის სპეციალური წყლის მანქანით განაახლა. მანქანა, 1989 წელს, მაშინდელმა მმართველობამ, იყიდა. ის ერთ ჯერზე ექვს ტონა წყალს იტევს და ხუთამდე ქუჩის შემოვლას წვდება.

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ მანქანა მწყობრიდან ხშირად გამოდის და მის შეკეთებას დიდი დრო სჭრიდება: „ჩემი მუშაობის დროსაც გაფუჭდა და ველოდეთ როდის გააკეთებდნენ, სხვა გზა არ გვქონდა. მანქანა ძალიან ძველია და ნაწილ–ნაწილ ვრწყავდით ქუჩებს ამის გამო “, – ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ ყოფილი დირექტორი გიორგი ლონდარიძე.

მოძველებული მანქანის გამო, რომ ყველა ქუჩის მორეცხვა ვერ ხერხდება, ამაზე „კეთილმოწყობის“ ახლადდანიშნული დირექტორი კობა კურტანიძეც საუბრობს: „არავინ იცის მწყობრიდან როდის გამოვა, ამიტომ მორეცხვის პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ „კეთილმოწყობისთვის“ მანქანის შეძენას არ გეგმავენ:"მიმდინარე წელს "კეთილმოწყობისთვის" რაიმეს შეძენა გათვალისწინებული არ გვაქვს".

შპს „კეთილმოწყობისთვის“ მიმდინარე წელს 810 184 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის გაზაფხულზე ნაზამთრალი ქუჩების გარეცხვა და სხვადასხვა პერიოდში დანამვაც.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

14.10.2018 მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

13.10.2018 გუნდი ‘ტაო’ თბილისის ‘იუნკერებთან’ დამარცხდა

13.10.2018 ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წვიმაში აღარ დასველდებიან
ახალციხის მერია შეიძენს მანქანას, რომელიც ქალაქის ქუჩებს დაგვის
მტვერსასრუტი მანქანის შეძენის ნაცვლად, ახალციხეში ქუჩებს მოაასფალტებენ
ახალციხის ქუჩებს არაოფიციალური ნაგავსაყრელებისგან წმენდენ
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ახალციხეში მანქანა დაიწვა
მეეზოვეებს იანვრის ხელფასის ნაწილი ისევ არ აუღიათ
ახალციხის ძველი და ძვირად შესანახი გზები