FM97.5 / LIVE

ახალციხეში 'კონსერვატიულ პარტიას' ახალი თავმჯდომარე ჰყავს

მთავარიპოლიტიკა 11.06.2013
”კონსერვატიული პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ინგლისიდან საქართველოში ახლადდაბრუნებული უჩა კახნიაშვილი დაინიშნა

ახალციხეში 'კონსერვატიულ პარტიას' ახალი თავმჯდომარე ჰყავს
”კონსერვატიული პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი, რომელიც ახლა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ახალციხელმა უჩა კახნიაშვილმა ჩაანაცვლა. იგი პარტიის თავმჯდომარედ ახალციხეში 7 ივნისს დაამტკიცეს.

უჩა კახნიაშვილი 1974 წელს ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა პირველი საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღოო. აქ იგი ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა სატყეო მეურნეობაში ეკონომისტის თანაშემწედ დაიწყო. მოგვიანებით ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მომმარაგებლად გადავიდა. შემდეგ საქართველო დატოვა და 10 წელზე მეტ ხანს ცხოვრება ინგლისში მოუხდა.

როგორც თავად ამბობს, აქ სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კიდეც:
”ძალიან ბევრ რაღაცაზე ვმუშაობდი, რესტორანშიც კი”.

კახნიაშვილი საქართველოში მიმდინარე წლის 6 აპრილს დაბრუნდა. ქვეყანა შეცვლილი დახვდა : ”უფრო აშენებული, მაგრამ ხალხია დაბეჩავებული. თითქოს ეს ის ქართველები აღარ არიან, რომლებიც აქ 10 წლის წინ დავტოვე”.

კახნიაშვილმა ინგლისიდან საქართველოში დაბრუნება სექტემბერში გავრცელებული ცნობილი ციხის კადრების შემდეგ გადაწყვიტა. ქვეყანაში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ უნდოდა ებრძოლა: ”მგონია, რომ ჩემ ქვეყანას გამოვადგები იმ გამოცდილებით რაც ინგლისში დავაგროვე”.

პარტიის ახალ თავმჯდომარეს აქადმე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია. კახნიაშვილის პოლიტიკური გამოცდილება წლების წინ მისი ძმის კახა კახნიაშვილის პოლიტიკური აქტივობებით შემოიფარგლება: ”ჩემ ძმასთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში ჩართული აქტიურად ვიყავი”.

კითხვაზე თუ როგორ მოხდა 10-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ”კონსერვატიული პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, გვპასუხობს, რომ, ”კონსერვატიული პარტია” მის სიმპატიას ყოველთვის იმსახურებდა: ”მომწონს პარტია და მისი იდეები, ასევე ძალიან დიდი პატივს ვცემ ზვიად ძიძიგურს და მჯერა მისი”.

კახნიაშვილი ახალციხეში ”კონსერვატიული პარტიის” მხოლოდ 2 წევრს იცნობს, თუმცა, ამბობს რომ უახლოეს მომავალში პარტიას ძალიან ბევრი წევრი შეემატება: ”ჯერ ენთუზიაზმზე ვმუშაობ, არანაირი ანაზღაურება არ გვაქვს. მალე ოფისი გვექნება და წინასაარჩევნო პორცესებშიც აქტიურად ჩავერთვებით”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
ვინ არის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე
ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყება
"რესპუბლიკელებმა" პარტია ადიგენშიც დააფუძნეს
გიორგი კახნიაშვილმა თანამდებობა დატოვა
გაერთიანებულ ოპოზიციას  ახალციხეში ჯერ მხოლოდ ენმ–ს წევრები ჰყავს