სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.04.2018
მეორე დღეა ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. წყლის დაწყვეტის მიზეზად, წყალმომარაგების კომპანიაში, მდინარე ფოცხოვზე წყლის დონის დაწევას ასახელებენ.

ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება

ვალის მოსახლეობას წყალმომარაგება 15 აპრილს შეუწყდა და უკვე მეორე დღეა უწყლოდ არიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა ხშირად აქვთ, წყლის დაწყვეტის შესახებ კი წინასწარ არავინ აფრთხილებთ – "ვიკითხეთ რატომ არ გვაქვს წყალიო და ასე გვითხრეს, რაღაც პრობლემაა და ხვალ დილიდან აღდგებაო, თუ არადა ზეგ მაინცო. მანამდე რა უნდა ვქნათ? სასმელი, დასაბანი, დასარეცხი წყალი საიდან მოვიტანოთ?", – კითხულობენ ადგილობრივები.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" განმარტავენ, რომ მდინარე ფოცხოვში წყლის დონემ დაიწია, რის გამოც, სათავე–ნაგებობაში წყალი ვეღარ შედის. მათივე თქმით, ამ დროისათვის პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

"მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები, ხელოვნურად მოხდება სათავე–ნაგებობის წყლით გამდიდრება. ხვალ დილით ადგილობრივებს წყალი განრიგით მიეწოდებათ",– ამბობს ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე.

იმ შემთვევაში თუ 16 აპრილს, ვალის წყლით მომარაგება ვერ აღდგება, კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივებს წყალს წყალმზიდების მეშვეობით მიაწვდიან.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ვალის მოსახლეობას წყალი წყალმზიდებით მიეწოდება
ვალეში წყლით მომარაგება აღდგა
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
„ხუთსართულიანების“ დასახლებას  წყალი შეფერხებით მიეწოდება
მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ორ კვირაზე მეტია ვარხნის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება