სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ახალციხე-აბასთუმნის გზაზე

მთავარისიახლე, შემთხვევა 16.04.2018
სოფელ ფარეხასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი კაცი გარდაიცვალა და სამი დაშავდა. ორი დაშავებული, ამ დრომდე, სამედიცინო კლინიკაში რჩება.

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ახალციხე-აბასთუმნის გზაზე

ავტოავარია 15 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. შსს–ს ინფორმაციით, "მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შეჯახებაც ამის გამო მოხდა".

ავარიისას, მანქანაში მყოფი ოთხივე ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი, 62 წლის, ადიგენის მცხოვრები, კლინიკა "იმედში" დილის 04:00 საათზე გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ პაციენტს დაზიანებები გულ–მკერდის არეში აღენიშნებოდა, ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობა – "მას შემდეგ, რაც ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გადაწყდა, რომ იგი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაგვეყვანა. ამისათვის გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადაც, რომელიც დროულად მოვიდა, თუმცა პაციენტის ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო", – განმარტავენ კლინიკა "იმედში".

სამი დაშავებულიდან, ერთი უკვე გაწერეს, ერთი, რომელსაც ზედა ყბის მოტეხილობა აღენიშნებოდა, თბილისში გადაიყვანეს, ერთი კი ახალციხეში განაგრძობს მკურნალობას. მას თავის ტვინის შერყევა აქვს. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შსს–ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ექვსი თვის წინ დარგული ბუჩქები გახმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ავარია ადიგენში - ერთი გარდაცვლილი, სამი დაშავებული
სოფელ რუსთავთან ავარიის გამო სამი ახალგაზრდა  დაშავდა
ახალციხეში  ავარიისას  დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ
ავარიის შედეგად დაშავებული რვა ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს