სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ქალსა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძმები პოლიციელები არიან

მთავარისიახლე, სამართალი 16.04.2018
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორივე ძმა სამართალდამცავი უწყების თანამშრომელია. გამოძიების ინფორმაციით, იაკობ ბლუაშვილს ბრალი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლის ცემაში ედება, მის ძმას, გოჩა ბლუაშვილს კი რძლისა და არასრულწლოვანი ძმისშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ორივე მათგანი ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია.

ქალსა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძმები პოლიციელები არიანფოტო – გოჩა ბლუაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

გამოძიების დეტალები პროკურატურამ დღეს, ძმების დაკავებიდან მეხუთე დღეს გაასაჯაროვა. საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევა 9 აპრილს, საღამოს საათებში, სოფელ დვირში მოხდა. დაკავებული ძმებიდან, ერთ-ერთი სამცხე-ჯავახეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორია, მეორე კი - საპატრულო პოლიციის, სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს, საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელი.

დაკავებულების ადვოკატის, ნოდარ აკოფაშვილის განმარტებით, დაზარალებულის ქმარი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ბრალს ნაწილობრივ მხოლოდ მისი ძმა აღიარებს, - “ფიზიკური შეურაცხყოფა არც ძმას მიუყენებია, უბრალოდ იმ ნაწილში აღიარებს, რომ რძალს მაჯებში ხელი მოკიდა და მანქანაში ძალით ჩასვა, ამიტომ პატარა ჩალურჯებები აქვს მაჯებზე“.

პოლიციელის მეუღლეს, რომელმაც პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, ლაპარაკი არ სურს. მომხდარზე “სამხრეთის კარიბჭესთან” ძმების დედა საუბრობს, თუმცა ის ამტკიცებს, რომ მის შვილებს რძალი არ უცემიათ, - „სამსახურიდან სასაფლაოზე ამოვიდა, ძალიან დაღლილი იყო, არც ნასვამი ყოფილა, შემდეგ მეუღლესთან რაღაცაზე შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა არ დაურტყამს. ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტი რომ არ გამწვავებულიყო, ძმა ჩაერია, რძალს მაჯებში ხელი მოჰკიდა და მანქანაში ძალით ჩასვა. ამან უფრო გააღიზიანა, ამიტომ მშობლებთან წავიდა, იმავე ღამეს პოლიციაში ჩასულან და უჩივლიათ, არაფრის გამო კი ჩემი ორივე შვილი დააკავეს“.

დაკავებულების დედა ვერ აკონკრეტებს, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, ის ასევე უარყოფს, რომ ძალადობას ბავშვები შეესწრნენ.

დედისგან განსხვავებით, დაკავებულების ადვოკატი ბავშვების ყოფნას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ არცერთი მათგანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

“ი.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გ.ბ.-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ” - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პოლიციელების დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ოჯახში ძალადობაზე დაკავებული პოლიციელი ძმების საქმის განხილვა იწყება

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხეში პოლიციელი დააკავეს
შსს შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს
შსს: ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს
ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელთან პროკურატურამ საპროცესო გააფორმა [Video]