სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.04.2018
ადიგენში, დერცელისა და კიკიბოს გზის დამეწყრილ მონაკვეთზე, ადგილობრივებმა გეოლოგების გაფრთხილების მიუხედავად, გზა მოასწორეს და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილდებიან.

ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, მას შემდეგ რაც დერცელი–კიკიბოს გზაზე მეწყერული პროცესები განვითარდა, გზის ჩავარდნილ მონაკვეთზე ამკრძალავი ლენტი გაავლო და მოსახლეობას საცალფეხო ბილიკით სარგებლობა ურჩია. მას შემდეგ დაახლოებით სამი კვირა გავიდა, თუმცა, ახალი გზის გასაყვანად სამუშაოები არ დაწყებულა.

თვითმმართველობაში საგზაო დეპარტამენტიდან საპროექტო ჯგუფს ელოდებიან. დერცელში მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ ახალი გზის გაყვანამდე, იძულებულები არიან სახიფათო გზით იარონ: „გავასწორეთ ჩავარდნილი ადგილი და დავდივართ. საშიშია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს“.

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მეწყერული პროცესები შეჩერებულია, თუმცა, მოძრაობა უსაფრთხო მაინც არაა.

„დღეს აქ მიწა აღარ ცოცავს და პატარა მანქანები დადიან. მოსახლეობამ სოფლემდე პროდუქტი რომ მიიტანოს, ამის შესაძლებლობა არის. სამ დღეში რვა სანტიმეტრით იყო დაწეული. ბოლო დღეებში კი საერთოდ არ დაწეულა“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

როდის დაიწყება ალტერნატიული გზის გასაკეთებლად საპროექტო სამუშაოები ჯერ კიდევ უცნობია. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით საავტომობილო გზების დეპარტამენტში ხელმძღვანელობა შეიცვალა და საპროექტო ჯგუფის ჩამოსვლა დროში ამიტომ გაჭიანურდა. როდის შეძლებს საპროექტო ჯგუფი ადიგენში გზის პროექტზე მუშაობის დაწყებას, ამ შეკითხვაზე პასუხს "სამხრეთის კარიბჭე" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში, დერცელი კიკიბოს გზაზე მეწყერული პროცესები 26 მარტს დაიწყო.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

15.07.2018 ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

14.07.2018 ახალციხის ციხეზე დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს

14.07.2018 ასპინძის მერი გარბენში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
ადიგენის დამეწყრილ სოფლებამდე ახალი გზის გასაყვანად ტენდერი გამოცხადდა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ახალს გაიყვანენ
ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]
ადიგენში ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე იმსჯელეს