FM97.5 / LIVE

Ralfh - ტექნო არტისტი ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.04.2018
„რვა–ცხრა წლის ვიყავი, როდესაც მუსიკისადმი სერიოზული ინტერესი გამიჩნდა. თუმცა მაშინ ელექტრონულ მუსიკაზე კი არა, ელექტროენერგიაზე ვოცნებობდით, მაქსიმუმ დოლის ხმა გაგეგო ქუჩაში“, – რას გვიყვება ტექნო არტისტი, რომელიც ახალციხეში ელექტრონულ მუსიკას ქმნის.

Ralfh - ტექნო არტისტი ახალციხიდან

დღეს საქართველოში ელექტრონული მუსიკა ყველაზე მოთხოვნად ჟანრად მკვიდრდება. ანდერგრაუნდ კლუბები სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს. „ბასიანი“, „მტკვარზე“, „ხიდი“ – ამ კლუბებში, გარდა იმისა, რომ ელექტრონული ჟანრის ქართველ და უცხოელ არტისტებს მოუსმენთ, ბერლინიდან, პარიზიდან და ევროპის სხვა დიდ ქალაქებიდან რეივისთვის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უამრავ ახალგაზრდასაც შეხვდებით.

კლუბები თბილისშია, თუმცა არტისტები ყველგან არიან, ელექტრონული მუსიკის საკეთებლად ხომ კომპიუტერი და ყურსასმენებიც საკმარისია. ერთ–ერთი ტექნო არტისტი, ჩვენს ქალაქში, ახალციხეში ცხოვრობს და ელექტრონულ მუსიკას ქმნის. მისი ცოცხლად მოსმენა ადგილობრივებს გაგვიჭირდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენთან არათუ კლუბი, ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილიც არაა. როგორია ქმნიდე ელექტრონულ მუსიკას ქალაქში, სადაც საკუთარ მსმენელს ვერ შეხვდები. ახალგაზრდა ახალციხელი არტისტი, სასცენო სახელით Ralfh, კლუბებზე, ტექნოსა და თავის მუსიკაზე გვიყვება:

Ralfh - ტექნო არტისტი ახალციხიდან„8–9 წლის ვიყავი როდესაც მუსიკისადმი სერიოზული ინტერესი გამიჩნდა. თუმცა მაშინ ელექტრონულ მუსიკაზე კი არა, ელექტროენერგიაზე საუბარიც ზედმეტი იყო, მაქსიმუმ დოლის ხმა გაგეგო ქუჩაში.“

მაშინ საიდან მოდის ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესი, თანაც ისეთი, რომ თვითონაც მისი შექმნა დაიწყე?

ასე 11–12 წლის ვიყავი, როდესაც პირველად minimal techno მოვისმინე... Richie Hawtin, Robert Hood, jeff mills – ის არტისტები არიან, რომლებმაც ტექნოსთან მაზიარეს. ეს იყო რაღაც განსხვავებული, მისი მოსმენის დროს უცნაური განცდა მეუფლებოდა და ჩემი work-flow სწორედ ამ მომენტს უკავშირდება. ერთხელ, ჩემს მამიდაშვილთან, დახურულ ოთახში, სიბნელეში, მაღალ ხმაზე მოვისმინეთ Richie Hawtin-ის ტრეკი, გამართული ხმის სისტემა ჰქონდა და იმდენად წამიღო, რომ იმის მერე ვთქვი – ეს მუსიკა უნდა დავუკრა.

რა პრობლემებს წააწყდი დასაწყისში და რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ელექტრონული მუსიკა აკეთო?

არანაირს, კომპიუტერი მქონდა და რუსული ენა დამეხმარა თეორია მესწავლა ინტერნეტიდან. დასაწყისისთვის ეს საკმარისი იყო. სულ რომ ძალიან გინდოდეს მუსიკის კეთება, სმენა თუ არ გაქვს უნდა შეეშვა, ამასთან ერთად, მუსიკის თეორიაც აუცილებელია.

Ralfh - ტექნო არტისტი ახალციხიდან აკადემიურ მუსიკალურ განათლებას გულისხმობ?

არა, ნამდვილი ინტერესი საკმარისია საიმისოდ, რომ თეორია შეისწავლო, ამას შრომა სჭირდება. რუსული ვიცოდი და ეს დამეხმარა ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციის მიღებაში. ქართულად თითქმის არაფერი არაა, მაშინ მითუმეტეს არ იყო.

უფრო მატერიალურად რომ შევხედოთ, შესაძლებელია ამ მუსიკით იცხოვრო და სხვა საქმის კეთება აღარ დაგჭირდეს თავის სარჩენად?

მუსიკა არასდროს მაინტერესებდა საიმისოდ, რომ ამით ფული მეშოვნა. საერთოდ, ამ ჟანრის მუსიკოსი, დიჯეი და პროდუსერი დიდ შემოსავალს ვერ შოულობს, ძირითადად კლუბებში დაკვრით, შეიძლება, მუსიკა გამოვუშვა და გაჰიტდეს, მაგრამ ისეთ ჰონორარს მაინც ვერ მომცემს, რომ მარჩინოს. ამიტომაც, თუ გინდა, რომ შენი საქმით იცხოვრო, აუცილებელია, კლუბი არსებობდეს. საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც რომელიმე კლუბის რეზიდენტი ხარ.



გამოდის, რომ ჩვენს ქალაქში სრულიად უპერსპექტივოა ამ მუსიკის ფინანსური მხარე. ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ დიდი ინტერესიც არაა...

თუ ახალგაზრდები დაინტერესდებიან, სივრცეც გაჩნდება, თუმცა პირიქითაც შეიძლება, თუ ისეთი ადგილი იქნება სადაც ადამიანები საკუთარ ნამუშევრებს ერთმანეთს გაუზიარებენ, შემდეგ ინტერესიც გაიზრდება. აუცილებელი არაა დაკვრა იცოდე, ლეპტოპი და კარგი ყურსასმენები საკმარისია საიმისოდ, რომ აზრზე მოხვიდე ეს რა მუსიკაა. თუ შენ თავს იპოვი, მერე შეიძლება ინსტრუმენტებზე გადასვლა.

რა ინსტრუმენტებია საჭირო ელექტრონული მუსიკის საკეთებლად?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი რაც ხმას გამოსცემს, პოტენციურად ინსტრუმენტია. ლეპტოპისა და ყურსასმენების გარდა გჭირდება მიდი ფლეიერი, ხმის ბარათი (Sound card), სინთეზატორი, ხმის ჩამწერი, დრამ მანქანები...

შენი მუსიკის ინსპირაცია რა არის? რით ხარ შთაგონებული?

განსაკუთრებით არქიტექტურას გამოვყოფდი. ასევე, რენესანსის მხატვრობა ძალიან დიდ ინსპირაციას მაძლევს. ძალიან მიყვარს ახალციხე, მაგრამ იმხელა ინსპირაციას ვერ მაძლევს, რამხელასაც თბილისში ვიღებდი უნივერსიტეტში სწავლისას. ვარკეთილში ვცხოვრობდი და იქაურობა ძალიან დიდ დრაივს მაძლევდა, მითუმეტეს თუ ბეტონზე ნისლი იწვა, ამ დროს უამრავი იდეა მოდიოდა.

ქვეყენაში ტექნო და მთლიანად „ქლაბინგი“ სულ უფრო მასშტაბური და პოპულარული ხდება, რა არის შენთვის ტექნო?

ჩემთვის ტექნო უბრალოდ საცეკვაო მუსიკა არაა, ეს ფილოსოფიაა. ზოგს ჰგონია, რომ კლუბში მხოლოდ „ტრაკის გასაქნევად“ და „ნარკატის“ მისაღებად დადის ხალხი, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ტექნო პირველ რიგში წინააღმდეგობის მუსიკაა. პრინციპში, ყველა თანამედროვე მუსიკა გარკვეულ პროტესტს მოსდევს. ტექნო მთელი სამყაროა, რომელიც შენ თვითონ უნდა შეიცნო.

საიდან მოდის პროტესტი, რომელმაც შექმნა ეს ჟანრი?

ამერიკაში არის ინდუსტრიული ქალაქი დეტროიტი, ტექნო აქ გაჩნდა 80–იან წლებში, ისევე როგორც ჰიპ–ჰოპი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ჟანრების გაჩენის საფუძველი მუშათა კლასის პრობლემებთან, რასიზმთან და სოციალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ტექნოს პიონერებიც ძირითადად შავკანიანები არიან. ვფიქრობ, მათ განსაკუთრებული რიტმულობა და მუსიკალურობა ახასიათებთ.

სხვის მუსიკას თუ იყენებ? მაგალითად, შეიძლება, ჰამლეტ გონაშვილის ნამღერმა რამე დაგაწერინოს?

კი, ელექტრონული მუსიკა შეუზღუდავია. ადრე შევქმენი ერთი კომპოზიცია ხორუმის თემაზე. აქ თუ რამის მიღწევა გინდა, ერთ ჟანრში არ უნდა ჩაიკეტო.

გავიხსენოთ ჯონ ქეიჯის ექსპერიმენტი „4’33“, როდესაც ის პიანინოსთან დაჯდა და არაფერი დაუკრა. ამით მან თქვა, რომ გარშემო ყველაფერი მუსიკაა.

ასეა. გარშემო რაც გვესმის, თვითმფრინავის ხმა, მანქანის ძრავის ხმა, ნაგვის ურნის ჭრიალი, მამლის ყივილი, ეს ყველაფერი მუსიკაა. გააჩნია შენ როგორ გესმის და როგორ აღიქვამ ამ ხმებს. ჩემთვის მუსიკა გართობის საშუალება არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ვცხოვრობ მისით. სულ ესაა...



[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photo\video]

20.10.2018 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]

20.10.2018 ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ავანგარდი: Ralfh - ახალციხელი ტექნო არტისტი [Audio]
‘ომიდან 10 წლისთავზე,  კულტურის სახლიდან რუსული მუსიკა არ უნდა ისმოდეს’  – პროტესტი ვალეში
ტექნო ამბები: კრიპტოვალუტა - ფინანსური რევოლუციის დასაწყისი [Video]
ტექნო ამბები:  რამდენად უსაფრთხო და საიმედოა კრიპტოვალუტა  [Video]
ელექტრონული მუსიკის საღამო
ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა
მუსიკა საზღვრების გარეშე