FM97.5 / LIVE

მესხური დერბი სასწრაფოს ეკიპაჟის არყოფნის გამო ჩაიშალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.04.2018
ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის მატჩი, რომელზეც ახალციხის „მესხეთი“ ბორჯომის „თორს“ უნდა დაპირისპირებოდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის არყოფნის გამო ჩაიშალა.

მესხური დერბი სასწრაფოს ეკიპაჟის არყოფნის გამო ჩაიშალა

დღეს,12 აპრილს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, „მესხეთისა“ და „თორის“ ფეხბურთელებმა, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ნახევარ საათზე მეტ ხანს უცადეს.

„ჩვენი მატჩისთვის განკუთვნილი სასწრაფოს ეკიპაჟი ადგილზე არ იყო. ამიტომ დაგვიანებით მოვიდნენ და ამ ლოდინში მატჩი ჩაიშალა“, – ამბობს კლუბ "მესხეთის" მთავარი მწვრთნელი გელა მაისურაძე.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რეგიონულ სამსახურში, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციებისა და დახმარების ცენტრში განუცხადეს, მომხდარზე პასუხისმგებლობა საფეხბურთო გუნდს, „მესხეთს“, ეკისრება.

„ყველა გუნდი ვალდებულია, რომ მატჩამდე სამი დღით ადრე შეგვატყობინოს სასწრაფოს ეკიპაჟის საჭიროების შესახებ. ამ შემთხვევაში კი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მოგვმართეს. შესაბამისად მატჩის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ“, – გვითხრა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციებისა და დახმარების ცენტრში დაგეგმარების ხარისხისა და გამოძახების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურს რომ დაგვიანებით მიმართა, ამას გელა მაისურაძეც ადასტურებს: „დღეს დილით მივედი სასწრაფოში, მითხრეს, რომ ის ეკიპაჟი, რომელიც ჩვენთვის იყო განკუთვნილი თბილისში ჰყავდათ გაგზავნილი. რაც მოხდა ჩვენი ბრალია, სასწრაფო არაფერ შუაშია“.

მესხური დერბი სასწრაფოს ეკიპაჟის არყოფნის გამო ჩაიშალა

[sknews.ge]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანა გადასცეს
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი 30%–ით იზრდება
ახალციხეში სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს
ჯანდაცვის სამინისტრო ახალციხის სასწრაფოს ახალ მანქანას გადასცემს
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
ჭელის რწმუნებულის ოჯახში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს