FM97.5 / LIVE

ქალაქის სათქმელი – ქუჩის მხატვრობა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.04.2018
ქუჩის მხატვრობას, მისი პოლიტიკური თუ სოციალური გზავნილების გამო, ხშირად, ქალაქის სათქმელსაც უწოდებენ. მოდი, ვნახოთ, რას ამბობს ახალციხე?

ქალაქის სათქმელი – ქუჩის მხატვრობა ახალციხეში

ქუჩის მხატვრობა 60–იან წლებში ნიუ-იორკში ჩნდება და მალე მკვიდრდება, როგორც მხატვრობის სრულფასოვანი მიმდინარეობა. სტრიტ–არტი მკვეთრადაა დაკავშირებული ურბანულ ხელოვნებასთან, მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც პოსტ, ან ნეო-გრაფიტს.

გვხვდება მეტროებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, გარეუბნებში, სხვადასხვა შენობაზე და როგორც წესი, ძირითადად პოლიტიკურ და სოციალურ გზავნილს ატარებს. ქუჩის მხატვრობას შეგვიძლია, ქალაქის სათქმელი ვუწოდოთ. მოდი, ვნახოთ,

რას ამბობს ახალციხე?


ქალაქის სათქმელი – ქუჩის მხატვრობა ახალციხეში თაბუკაშვილის, იაძისა და ივერიელის ქუჩებზე სტენსილებს ვათვალიერებთ. მათ ავტორს ჯერ ვერ მივაგენით. ცოტა ხანში ის თვითონ გვაკითხავს და გვთხოვს, ნამუშევრები არ დავაზიანოთ. როდესაც რწმუნდება, რომ მხოლოდ პროფესიული ინტერესი გვამოძრავებს, გვიყვება, რატომ და რის სათქმელად დაიწყო ქუჩის მხატვრობა.

„ნამდვილი კრიმინალი სისტემაა, მკაცრი კონტროლი და განსაკუთრებით არაჰუმანური ნარკოპოლიტიკაა ჩვენი პროტესტის და ამ სტენსილების გაჩენის მიზეზი. ჩვენ ამ ფორმით ვცდილობთ, დავუპირისპირდეთ სისტემას. ქუჩის მხატვრობა დაარსების დღიდან ცდილობს, იდგეს ჩვეულებრივი, ჩაგრული ხალხის, არაპრივილეგირებული ადამიანების მხარეს.“

ქალაქის სათქმელი – ქუჩის მხატვრობა ახალციხეშიkal1ber ახალგაზრდა არტისტია ახალციხიდან, კედლის მხატვრობამ წლების წინ გაიტაცა და მას შემდეგ სტენსილებს რამდენიმე მეგობართან ერთად ქმნის.

„ყველაფერი სკეტჩით დაიწყო, ფურცელზე ვხატავდი, შემდეგ კედელზე გადატანა მინდოდა, მაგრამ ახალციხეში ძალიან რთულია საღებავის შოვნა, გაფრქვევის სიხშირე შესაბამისი უნდა იყოს, კონტურების გამოყვანა მთავარია ამ საქმეში. ცალკე პოლიციაც ხელს გვიშლიდა. გიწევს უცხოეთიდან გამოიწერო, რამდენიმე ფერის გამოწერა თავის განბაჟებით ძალიან ძვირი ჯდება.“

კედლის მხატვრობა ძირითადად საავტორო ხელოვნებაა. მას ჰყავს ერთი კონკრეტული ავტორი, რომელიც თავის მხატვრობის მესიჯებს გზავნის. თუმცა, არის შემთხვევებიც, როდესაც ნამუშევრები კონკრეტული ჯგუფების, ან მთავრობების ხელშია. ასეთია, ჩვენს ქალაქში, მეხუთე სკოლასთან, რუსთველის ქუჩაზე მოხატული კედელი. კედლის მოხატვის იდეა ახალციხის სამხატვრო სკოლას ეკუთვნოდა.

ქალაქის სათქმელი – ქუჩის მხატვრობა ახალციხეში „თავიდან გარემოს დაცვითი ღონისძიებიდან დავიწყეთ, ძირითადად არასამთავრობოების ინიციატივით. შემდეგ უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, ჩვენთან ერთად ეხეტა. შემდეგ თვითონ მთავრობაც დაინტერესდა, ერთ კედელს მეორე მოყვა და თანდათან მთელი კედელი მოვხატეთ”, - იხსენებს სამხატვრო სკოლის დირექტორი, ნანა ნათენაძე.

ნახატები განსხვავებულ საკითხებს ეხება, თუმცა თემატიკა, ძირითადად, მსგავსია - გარემოს დაცვა, ქართული ტრადიციების პოპულარიზება, ანტინარკოტიკული კამპანიაც კი.

ქალაქის სათქმელი – ქუჩის მხატვრობა ახალციხეში „მასწავლებლები, მოსწავლეები, დიდები და პატარები ერთად ვხატავდით. სიამოვნებით კიდევ მივიღებდით მონაწილეობას, კიდევ მოვხატავდით კედლებს, რასაც ვფიქრობთ და გვინდა ყოველთვის იმას ვხატავთ, ვფიქრობ რაც მეტი ასეთი ქუჩა გვექნება, მით უკეთესია ქალაქისთვის’.

ქუჩის მხატვრობა დღეს უკვე სახალხო ხელოვნების სრულფასოვანი მიმდინარეობაა და უამრავი ქალაქია, რომლის მთავარი კულტურული ნიშა მოხატული კედლებია. თუმცა იყო დრო, როდესაც ქუჩის არტისტები დევნას და შევიწროებას განიცდიდნენ. თუ გადაწყვეტთ კედლის თვითნებურად, უნებართვოდ, მოხატვას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით, ეს აკრძალულია (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი) და შესაძლოა, ფულადი ჯარიმა, ან სხვა ადმინისტრაციული სასჯელი დაგეკისროთ.

ქალაქის სათქმელი – ქუჩის მხატვრობა ახალციხეში

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი [Photo]
ვარძიის მხატვრობა ხანძრიდან წელიწადნახევრის  შემდეგ [Photos/Video]
ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]
ვარძიაში  სარესტავრაციო სამუშოები იანვრიდან განახლდება
კულტურის სამინისტრო: ვარძიაში გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების II ეტაპი დასრულდა
ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე კედელი მოხატეს