FM97.5 / LIVE

ვალეში ხეხილის ბაღებზე გაჭრილი გზა მშენებელ კომპანიას არ აღუდგენია

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.04.2018
ვალეში, ადგილობრივების ხეხილის ბაღებში, ორი კვირის წინ, მდინარეზე ნაპირსამაგრის მშენებლობისას, კომანია „ბესტის“ გაჭრილი გზა, ამ დრომდე აღდგენილი არ არის.

ვალეში ხეხილის ბაღებზე გაჭრილი გზა მშენებელ კომპანიას არ აღუდგენია

ვალეში, კომპანიის მძიმე ტექნიკა, ხეხილის ბაღებში აღარ დადის. „ბესტის“ მანქანები, ბაღებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ალტერნატიული გზით გადაადგილდებიან. თუმცა, კომპანიის დაპირება, რომ ბაღებში გაჭრილ გზას აღადგენდა, ამ დრომდე შეუსრულებელია.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ვალეში, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანიის არცერთი თანამშრომელი არ დახვდა. მათ არც ჩვენ სატელეფონო ზარებს უპასუხეს. ახალციხის მერიაში კი ამბობენ, რომ კომპანია სამუშაოების დასრულებამდე გზას აუცილებლად აღადგენს.

„ჯერ კიდევ ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს და ვიდრე კომპანია წავა, გზას გააკეთებს“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

ნაპირსამაგრი სამუშაოები კომპანია „ბესტმა“, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე უნდა დაასრულოს. მას ახალციხის მერიის ტენდერი 227 076 ლარად აქვს მოგებული. „ბესტი“ გასული წლის ნოემბრიდან, მდინარის ნაპირზე ბაღებისა და ნათესების დატბორვისგან დასაცავად, გამაგრებით სამუშაოებს ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ვალეში მცხოვრებლებმა 26 მარტის დილას აღმოაჩინეს, რომ მათ ბაღში გზა გაუჭრიათ და ვაშლისა და ჭანჭურის ხეები დაუმტვრევიათ. კომპანიამ, რომელიც აქ ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებს, ბაღებში სატვირთო მანქანები ისე შეიყვანა, რომ ადგილობრივები არ გაუფრთხილებია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალეში კომპანიამ ტერიტორია ისე დატოვა რომ ბაღებზე გაჭრილი გზა არ აღადგინა
ახალციხის მერიამ ვალეში ბაღებზე გზის გაჭრის საქმის შესწავლა დაიწყო
ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა
აწყურის ციხესთან გზას ამაგრებენ
ბორჯომში სამი ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]
ვალეში გაზიფიცირება შეწყვეტილია