სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს

მთავარისიახლე, სამართალი 11.04.2018
ახალციხეში, საბარგო სადგურზე, თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოიკვლიეს.

თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს

დღეს, 11 აპრილს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა დაახლოებით ოთხ საათს მიმდინარეობდა. პროკურორმა კახა ლეკიშვილმა პროცესზე ორი მტკიცებულება, ბარიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგინა.

როგორც ვიდეოში ჩანს, თურქულ ბარში ჯერ ორი ახალგაზრდა შედის, მოგვიანებით კი მათ მესამეც უერთდება. ისინი ბარში მყოფებს ესაუბრებიან, ამის მერე მათ შორის ჯერ სიტყვიერი , შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება იწყება. ახალგაზრდებს პირველი, ბარში მყოფი ერთ–ერთი კაცი ურტყამს. შემდეგ ჩხუბში ქალებიც ერთვებიან. ერთ–ერთი ქალი ხელში სკამს იღებს და ცდილობს ახალგაზრდებს დაარტყას, თუმცა, მას სკამს ხელიდან ბარში მყოფი კაცები აცლიან. მოგვიანებით კი სკამს ხელში ამჯერად ერთ–ერთი ახალგაზრდა იღებს და ბარში მყოფების მიმართულებით იქნევს, თუმცა, სკამს მასთან ერთად ბარში შესული ახალგაზრდა ართმევს.

ასევე, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ბარში მყოფი ერთ–ერთი მამაკაცი ხელში საფერფლეს იღებს, და ახალგაზრდების მიმართულებით მოქნევას ცდილობს, თუმცა ერთ–ერთი ახალგაზრდა მას საფერფლეს ართმევს, შემდეგ ურტყამს და იატაკზე აგდებს.

ადვოკატები ამბობენ, რომ ვიდეო ჩანაწერში კარგად ჩანს, თუ როგორ დაიწყეს ჩხუბი ბარში მყოფებმა და არა ახალგაზრდებმა.
პროკურორი კი ირწმუნება, რომ ბარში შესული ახალგაზრდები იქ მყოფებს უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ და დაპირისპირებაც ამან გამოიწვია.

დღევანდელ სხდომაზე, სასამართლომ ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეც იმსჯელეს. თუმცა, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, სამივე ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვა.

შემდეგი ორი პროცესი 25 აპრილს 13:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის ცხრა ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ–ერთ თურქულ ბართან მოხდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ლ.ბ–მ, გ.კ–მ და კ.ბ–მ ბარში შესვლა სცადეს, მათ იქ მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. სამივე მათგანი პასუხისგებაში ხულიგნობის მუხლით მისცეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
რას ყვებიან თურქულ ბართან დაკავებულების საქმეზე თურქეთის მოქალაქეები
თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს
რას ყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულები
თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდათ