სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ზაზა გაბუნიამ ვალეში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.04.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ვალეში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი და კულტურის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ზაზა გაბუნიამ ვალეში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ვალეში, დღეს, 11 აპრილს, გუბერნატორთან, ახალციხის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება. ასევე, მნიშვნელოვანია რომ წარსულის სეგმენტების გათვალისწინებით რემონტდება კულტურის სახლი, ეს იქნება მხატვრობა თუ ჩუქურთმა. კარგია, რომ ვალეს ექნება ახალი კულტურის ცენტრი, სადაც უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართება“, – ამბობს გაბუნია.

ვალეში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემაც: „ძალიან კარგი ბაღი აქვს ვალეს, ასეთი პროექტები მუნიციპალიტეტისთვის ყოველთვის წარმატებების მომტანია“.

ვალეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და ხუთი თვის დაგვიანებით,მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდა. მისი რეაბილიტაციისათვის 600 000 ლარამდე დაიხარჯა. ახლა, რეაბილიტაცია ეზოს უტარდება, ამისთვის გათვალისწინებული 250 000 ლარია.

ასევე, გასულ წელს დაიწყო ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულება 175 702 ლარამდეა. შენობის ინტერიერის რემონტი, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.

„რამდენიმე დღეში კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის ტენდერი, 250 000 ლარის ფარგლებში, გამოცხადდება და შენობის გარე ფასადი, ასევე ეზო მოეწყობა“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

ზაზა გაბუნიამ ვალეში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ექვსი თვის წინ დარგული ბუჩქები გახმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
ვალეში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
ზურაბ ალვიძემ ვალეში კულტურის სახლში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
ვალეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება
ვალეში პოლიციის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია დაიწყო