FM97.5 / LIVE

ახალციხე ქართული ენის კვირეულს შეუერთდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.04.2018
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებმა კარნახი წერეს.

ახალციხე ქართული ენის კვირეულს შეუერთდა

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის (1+4– ის) სტუდენტებმა კარნახი წერეს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კარნახისთვის დათო ტურაშვილის მოთხრობა „კურკა“ შეირჩა. კარნახი უნივერსიტეტის 45–მა სტუდენტმა დაწერა. ნაწერებს ქართული ენის მომზადების პროგრამის პედაგოგები გაასწორებენ.

„ყურადღება მიექცევა მორფოლოგიურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს, გამოტოვებულ ფრაზებსა და სიტყვებს, პუნქტუაციას ნაკლები მნიშვნელობა ექნება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი ნათელა მელიქიძე.

იმ ნაწერებს, რომლებშიც ათზე ნაკლები შეცდომა იქნება, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტიდან თბილისში, სპეციალურ კომისიას გადაუგზავნიან. კომისია 10 საუკეთესოს გამოავლენს. მათი დაჯილდოვების ცერემონია კი 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

პროექტის, „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“, იდეა პროფესორ მარიამ მანჯგალაძეს ეკუთვნის. მასში მონაწილეობას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად იღებენ: თსუ, ილიაუნი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო, საქართველოს ტექნიკური, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის და თელავის უნივერსიტეტები, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

ღონისძიება ხორციელდება „თსუ ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ, „გაეროს ასოციაციის“ პროექტ PITA-ს ფარგლებში, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით;

ახალციხე ქართული ენის კვირეულს შეუერთდა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

17.09.2018 ახალციხის სკოლებში 368 პირველკლასელი მიიღეს [Photo]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2018 ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

19.09.2018 ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]

19.09.2018 გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ

18.09.2018 ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნება
შეხვედრა რესურსცენტრებთან პროგრამის 'ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის' ფარგლებში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამები აკრედიტაციას გადის
სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო ენის პრობლემებზე იმსჯელეს