FM97.5 / LIVE

კახა სამხარაძე : ‘ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლებს დავიმატებთ’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.04.2018
რა გეგმები აქვს სამცხე–ჯავახეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორს კახა სამხარაძეს სამხარეო ადმინისტრაციაში კადრებთან დაკავშირებით.

კახა სამხარაძე : ‘ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლებს დავიმატებთ’

სამცხე–ჯავახეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი კახა სამხარაძე სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა, თანამშრომლებს ფუნქციები სხვაგვარად გადაუნაწილოს. მისი თქმით, გუნდი, რომელიც დახვდა, წარმატებულად მუშაობს, მაგრამ ვაკანტურ პოზიციებს შევსება სჭირდება.

„თავისუფალია მოადგილის ერთი, ასევე ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია, გარდა ამისა გვაქვს სპეციალისტების ადგილებიც. ჯამში, ოთხი, ან ხუთი ვაკანტური ადგილი გვექნება. ამ პოზიციებზე შესაძლოა ვინმე დავიმატოთ“, – ამბობს "სამხრეთის კარიბჭესთან" ინტერვიუში სამხარაძე.

გუბერნატორის მოადგილედ რჩება გიორგი მიქელაძე. რაც შეეხება მეორე მოადგილის პოზიციას, სამხარაძე ამ მიმართულებით ისეთი პირის დანიშვნას გეგმავს, რომლესაც ინფრასტრუქტურულ საკითხებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ჯერ არ მყავს მოაზრებული ვინ იქნება. შესაძლოა ადგილობრივი იყოს. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ თუ მოადგილეს დავიმატებ, მინდა პროფესიონალი იყოს ინფრასტრუქტურულ საკითხებში“, – ამბობს სამხარაძე.

კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობას ორ აპრილს შეუდგა. იგი რეგიონში შიდა ქართლის გუბერნატორის პოზიციიდან გადმოიყვანეს. სამხარაძემ ამ თანამდებობაზე აკაკი მაჭუტაძე ჩაანაცვლა, მაჭუტაძემ კი შიდა ქართლის გუბერნატორის პოზიცია დაიკავა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი თანამშრომლებს ეცნობა
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გამგებლად
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
გამოკითხვა: როგორ აფასებთ გუბერნატორის ოთხწლიან მუშაობას [Video]
სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებს ადგილები შეუცვალეს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს