FM97.5 / LIVE

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ამას თვითონ ვერ იზამდა’

მთავარისიახლე, სამართალი 10.04.2018
ოსიაურის ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის პასუხს პროკურატურა არ ასაჯაროვებს, თუმცა, დასკვნა ჯარისკაცის მშობლებისთვის უკვე ცნობილია.

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ამას თვითონ ვერ იზამდა’

ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იოსებ ინასარიძის მამა გოჩა ინასარიძე, როგორც თვითონ აცხადებს, ექსპერტიზის პასუხს თბილისში, სამხედრო პოლიციაში გაეცნო.

"დასკვნა მაგიდაზე დამიდეს და მითხრეს, წაიკითხე და შენი შვილის სიკვდილის მიზეზს გაიგებო. იქ ყველაფერი სამედიცინო ენით ეწერა, ამიტომ ცოტა გამიჭირდა დეტალების გაგება, მაგრამ მათთვის ახსნა არ მითხოვია, არ ვენდობი და იმიტომ", – ამბობს "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში გოჩა ინასარიძე.

მისი თქმით, ის, რაც ექსპერტიზის დასკვნაში გარკვევით ამოიკითხა ისაა, რომ შემთხვევის ადგილზე გასროლილია ოთხი ტყვია: "აქედან ორი ჰაერშია გასროლილი, ორი კი პირში აქვს მოხვედრილი. თავი რომ მოეკლა, ოთხ ტყვიას როგორ გაისროდა მითხარით! ან ორს როგორ ისროდა პირში?! მომიკლეს შვილი და რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გამოვიკვლევ".

გარდა გასროლილი ტყვიების რაოდენობისა, გოჩა ინასარიძეს, ეჭვს კიდევ ერთი დეტალი უღვივებს: "დასკვნაში ეწერა, რომ ტყვიების გარდა ჩემს შვილს გულმკერდის არეში ბლაგვი საგნითაც აქვს მიყენებული დაზიანება. დაჟეჟილობა, მკერდის დაბლა, გარდაცვლილს ჩვენც შევამჩნიეთ".

გარდაცვლილის ოჯახი იმისთვის, რომ ექსპერტიზის დასკვნის ყველა დეტალი შესაბამისად გააანალიზონ, ადვოკატის აყვანას გეგმავს: "დავიქირავებ იურისტს და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან".

პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ: "ამ ეტაპზე, ექსპერტიზის შინაარსზე ვერ ვისაუბრებთ, როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა, აუცილებლად გავასაჯაროებთ", – განუცხადეს "სამხრეთის კარიბჭეს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის 27 ივნისს, ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე მოხდა. პირველი კლასის რიგითის გარდაცვალების ფაქტზე, სამხედრო პოლიციამ ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თავიდანვე არ ეთანხმებოდა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი. მამა, გოჩა ინასარიძე "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში თვითმკვლელობას გამორიცხავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2018 GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა

12.12.2018 ბორჯომსა და ასპინძაში სოციალური კარადები დადგეს

12.12.2018 ‘წითელამ ბავშვებიდან მოზარდებში გადმოინაცვლა’ – გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

12.12.2018 ‘ბევრის სიცოცხლე გადამირჩენია’ – 25 წელი სახანძრო სამსახურში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

22 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე  ექსპერტიზა დასრულდა
გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ჩემი შვილი მოკლეს’
გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა:'ექსპერტიზის დასკვნა გააყალბეს'
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი ირწმუნება, რომ ბრალდებულის მამა გასაჩუმებლად ფულს სთავაზობს
მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს
22 წლის ახალციხელმა ჯარისკაცმა თავი მოიკლა
10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ვერც მეზობლები ამბობენ