სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

‘საქართველოს ბანკმა’ ყოფილ თანამშრომელს მორიგებაზე სააპელაციოშიც უარი უთხრა

მთავარისიახლე, სამართალი 10.04.2018
„საქართველოს ბანკიდან“ მეუღლის ანგარიშის მომსახურების გამო გათავისუფლებულ თანამშრომელს ბანკმა მორიგებაზე მეორე ინსტანციაშიც უარი უთხრა. ამიტომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყება.

‘საქართველოს ბანკმა’ ყოფილ თანამშრომელს მორიგებაზე სააპელაციოშიც უარი უთხრა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყოფილი თანამშრომლის ნინო ტაბატაძის საქმის განხილვა დღეს, 10 პარილს 17:00 საათზე გაიმართება. სააპელაციო სასამართლომ მხარეებს პირველ სხდომაზე მორიგებისთვის დრო მისცა, თუმცა, ბანკმა ტაბატაძეს უარი წერილობით აცნობა.

ბანკი მეორე ინსტანციის სასამართლოში ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ახალციხის ფილიალში ფიზიკური პირების ბანკირის ნინო ტაბატაძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ტაბატაძე სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

ტაბატაძე სამსახურიდან 2017 წლის ხუთ სექტემბერს გაათავისუფლეს, იმ მიზეზით, რომ მან 19 ივნისს ბანკის კლიენტის ანგარიშიდან თანხა მისი მეუღლის ანგარიშზე გადარიცხა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.07.2018 ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა

13.07.2018 ახალციხე კიბოთი ავადობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა

13.07.2018 სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო

13.07.2018 ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სააპელაციომ ‘საქართველოს ბანკის’ ყოფილი თანამშრომლის საქმე განიხილა
„საქართველოს ბანკი“ ყოფილი თანამშრომლის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
„საქართველოს ბანკს“ ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
სოფიო შევჩენკოს სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
ადიგენის გამგეობამ გამგებლის  მოადგილის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
სააპელაციოში  ადიგენის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმის განხილვა იწყება