FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომელი პრემიას და 12 დღის ხელფასს მიიღებს

მთავარისიახლე, სამართალი 06.04.2018
ახალციხის მერიის იურიდიული სამსახურის ყოფილ უფროსს მერი გოგოლაურს, სამი სასარჩელო მოთხოვნიდან სასამართლომ ორი დაუკმაყოფილა.

ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომელი პრემიას და 12 დღის ხელფასს მიიღებს

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერი გოგოლაური პრემიას და 12 დღის ხელფასს მიიღებს. რაც შეეხება მის მესამე სასარჩელო მოთხოვნას, ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მიღებულ სამი თვის კომპენსაციას ეხება. მერი გოგოლაური მიიჩნევს, რომ თანხა რომელიც კომპენსაციის სახით მიიღო არ უნდა დაბეგრილიყო. თუმცა, სასამართლომ ამ ნაწილში გოგოლაურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას გოგოლაურის სასარგებლოდ პრემიის სახით 725 ლარის გადახდა, ასევე, 12 დღის ხელფასის, 681 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

გაასაჩივრებს თუ არა ახალციხის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია: „ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია".

იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი მერი გოგოლაური სამსახურიდან ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ, მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის დროს, 2017 წლის 1 დეკემბერს გაათავისუფლეს.

გოგოლაური აცხადებს, რომ ახალციხის მერიამ 12 დღის ხელფასი ჩამოაჭრა. ასევე, მისი თქმით, მერიამ 2017 წლის ნოემბერში დარიცხული პრემია შეუჩერა. გარდა ამისა, სამი თვის კომპენსაცია დაბეგრა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

21.03.2019 ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია, ყოფილი თანამშრომლის საქმეზე, გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს
ახალციხის მერიას იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი უჩივის
ახალციხის მერია 31 მოხელეზე 70 370 ლარამდე კომპენსაციას გასცემს
ვინ მიიღებს საახალწლო პრემიას მერიაში
მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციისას გათავისუფლებულები კომპენსაციას მიიღებენ
ადიგენის გამგეობამ კიდევ ერთი საქმე წააგო – გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია
გაუქმებული დანამატი და შემცირებული პრემია – მერიამ 'ქამარი შემოიჭირა'