FM97.5 / LIVE

საავადმყოფოში შეყვანილ თურქეთის მოქალაქეებს ინტოქსიკაცია დაუდგინდათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.04.2018
თურქეთის სამ მოქალაქეს, რომლებიც გუშინ, ხუთ აპრილს, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, ინტოქსიკაცია დაუდგინდათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

საავადმყოფოში შეყვანილ თურქეთის მოქალაქეებს ინტოქსიკაცია დაუდგინდათ

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალსა და კლინიკა „იმედში“ შეყვანილ პაციენტებს დღის ბოლომდე გაწერენ.

"გონზე ორივე გუშინ, გვიან ღამით მოვიდა. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად ინტოქსიკაცია დაუდგინდათ. რა გახდა მოწამვლის მიზეზი, ამის თქმის უფლება არ გვაქვს“, – აცხადებენ კლინიკა „იმედში“, სადაც თურქეთის ორი მოქალაქე იმყოფება.

ასევე, ინტოქსიკაცია დაუდგინდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილ ერთ პაციენტსაც. თუმცა, ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზებზე არც აქ საუბრობენ: „თავს უკვე კარგად გრძნობს, გვიან ღამითვე გამოკეთდა“.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სურსათით მოწამვლასთან დაკავშირებით მათთან ამ დრომდე შეტყობინება არ შესულა: "საკვებით რომ მოწამლულიყვნენ საავადმყოფო, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგვატყობინებდა, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ მოგვმართავდნენ, რაც ეს ფაქტი დადასტურდებოდა, ანუ ჯერ ის უნდა დადგინდეს, რომ პირი ნამდვილად სურსათით მოიწამლა და ამის შემდეგ მოგვამართავენ".

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამი მოქალაქე უგონო მდგომარეობაში, ახალციხის ერთ–ერთ საოჯახო სასტუმროს ნომერში დიასახლისმა, ხუთ აპრილს, დაახლოებით 19:00 საათისათვის ნახა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარს სწავლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photo\video]

20.10.2018 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]

20.10.2018 ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

თურქეთის სამი მოქალაქე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს
გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა
ახალციხეში გაზით  დედა–შვილი მოიწამლა
დღის მთავარი გამოშვება – 6 აპრილი [Audio]
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ბოლაჯურთან ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა