FM97.5 / LIVE

თურქეთის სამი მოქალაქე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.04.2018
ახალციხეში, ერთ–ერთი საოჯახო სასტუმროდან, თურქეთის სამი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში მიიყვანა.

თურქეთის სამი მოქალაქე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მდებარე ერთ–ერთ საოჯახო სასტუმროში, გუშინ, ოთხ აპრილს, გვიან ღამით შესული თურქეთის სამი მოქალაქე, დიასახლისმა ნომერში უგონო მდგომარეობაში ნახა.

„დაახლოებით 35–დან 40 წალმდე ასაკის კაცები არიან. გუშინ მოიყვანა ჩემმა შვილმა ღამე, მეგობარს უთხოვია, სასტუმროში წაიყვანეო. მთელი დღე გარეთ რომ არ გამოჩნდნენ, გადავწყვიტეთ კარები ჩვენ გაგვეღო და ვნახეთ, რომ არცერთი მათგანი გონზე არ იყო. მერე სასწრაფო გამოვიძახეთ“, – გვიყვება დიასახლისი და ამატებს, რომ რა შეიძლება გამხდარიყო მათი ცუდად გახდომის მიზეზი არ იცის – „ჩვენთან არაფერი უჭამიათ და დაულევიათ. ისიც არ ვიცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ თუ არა“.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, დაახლოებით, 19:00 საათზე საავადმყოფოებში გადაიყვანა. მათ შორის ორი კლინიკა „იმედში“ ერთი კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანა.

კლინიკა „იმედში“ აცხადებენ, რომ ამ დრომდე არცერთი მათგანი გონზე არ მოსულა: „ლაბორატორიული კვლევები უტარდებათ და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“.

რაც შეეხება რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილს, როგორც სამედიცინო დაწესებულებაშ ამბობენ, პაცინეტი უკვე კონტაქტურია: „მისი მდგომარეობა სტაბილურია, ლაბორატორიულ გამოკვლევებს ვუტარებთ“.

შეკითხვაზე, რა შეიძლება გამხდარიყო მამაკაცების ცუდად გახდომის მიზეზი ექიმები აცხადებენ, რომ ვიდრე ლაბორატორიული გამოვკელვების პასუხები არ ექნებათ, ვერაფერს იტყვიან.

მომხდარს იკვლევს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

15.10.2018 ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

15.10.2018 გუბერნიასთან, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ქუჩას ტბორავდა, მილებს ცვლიან

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საავადმყოფოში შეყვანილ თურქეთის მოქალაქეებს ინტოქსიკაცია დაუდგინდათ
ახალციხეში დაშავებული ორი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა
ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
ბორჯომში 74 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს
ახალციხეში, ერთ–ერთ  სასტუმროში, თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა
სოფელ რუსთავთან ავარიის გამო სამი ახალგაზრდა  დაშავდა