FM97.5 / LIVE

ავარიისას დაშავებულ ცხრა წლის ბიჭს ოპერაცია გაუკეთეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.04.2018
ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე, ავარიისას დაშავებულ ცხრა წლის ბიჭს თბილისში, იაშვილის კლინიკაში გატეხილ ლავიწის ძვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ავარიისას დაშავებულ ცხრა წლის ბიჭს ოპერაცია გაუკეთეს

ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ იაშვილის კლინიკაში ექიმებმა განუცხადეს, ბავშვს ოსტეოსინთეზი, ანუ ძვლის ნარჩენების შეერთების ოპერაცია გაუკეთეს.

„ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბავშვი კარგადაა“, – გვითხრეს ოჯახის წევრებმა.

დაშავებული, ახალციხიდან თბილისში, გუშინ ოთხ აპრილს კატასტროფით გადაიყვანეს. როგორც ავარიის თვითმხილველები გვიყვებიან, ბავშვს გონება არ დაუკარგავს.

„შემთხვევის ადგილზე მაშინ მივედი, როცა ბიჭი უკვე ასფალტზე ეგდო, ფეხებს ვერ ამოძრავებდა, მაგრამ დედამისის ნომერი თვითონ მითხრა, მაშინვე დავრეკე. ბავშვს უფლებას არ ვაძლევდით განძრეულიყო, ვიდრე სასწრაფო არ მოვიდოდა“, – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი.

ნათენაძის ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ქვეითად მოსიარულეთა ორი გადასასვლელია. თუმცა, როგორც ამავე ქუჩაზე სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებულები ამბობენ, მათ არ დაუნახავთ ბავშვი „ზებრაზე“ გადადიოდა თუ არა: „საშინელი დარტყმის ხმა გავიგონე, რომ მივიხედე ბიჭი მანქანის ქვეშ იყო უკვე მოყოლილი".

თვითმხილველების თქმით, მომხდარის გამო, პანიკაში იყო მძღოლი, რომლემაც ბავშვს დაარტყა: „ტიროდა, ყვიროდა გადმომირბინაო, ბავშვს ბოლომდე ვუპატრონებ და მივხედავო“.

ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ექსპერტიზები, რომლების შედეგადაც უნდა გაირკვეს თუ ვისი დანაშაულით მოხდა შემთხვევა, უკვე დანიშნა: „ვიდრე პასუხები არ იქნება, ვერაფერს ვიტყვით რა როგორ მოხდა“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მომხდარს უწყება სსკ–ის 276 მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულსიხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.10.2018 ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

13.10.2018 ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ

12.10.2018 ‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

12.10.2018 ‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ავარიისას დაშავებული ცხრა წლის ბიჭი საავადმყოფოდან გამოწერეს
ვალეში ავარიის შედეგად ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა
სოფელ ხეოთთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაცია გაუკეთეს
ასპინძაში 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში  5 წლის ბავშვს  ავტომანქანა დაეჯახა
ავარიისას დაშავებული ცხრა წლის ბიჭი საოპერაციოდ  თბილისში გადაჰყავთ
ახალციხეში ცხრა წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა