სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს

მთავარისიახლე, სამართალი 04.04.2018
ახალციხეში, საბარგო სადგურზე, თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების საქმის განხილვისას მოსამართლემ პროკურორი კახა ლეკიშვილი 50 ლარით დააჯარიმა.

თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს

დღეს, ოთხ აპრილს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესის დაწყებისას, ბრალდებულების ადვოკატმა თამარ სადრაძემ მოსამართლეს 30–წუთით შესვნების გამოცხადება სთხოვა.

„დღეს სასამართლოში დასაკითხი მოწმეების ვინაობა პროკურატურამ 09:30 საათზე შემატყობინა, უკვე საჭესთან ვიჯექი და თბილისიდან ახალციხეში მოვდიოდი. არადა ბრალდების მხარეს, ის თუ ვინ მისცემდა ჩვენებას პროცესზე, ერთი დღით ადრე უნდა ეცნობებინა. ახლა დაკითხვის დაწყებამდე მოწმეების ჩვენებების გასაცნობად დრო მჭირდება“, – იშუამდგომლა მოსამართლესთან სადრაძემ.

პროკურორმა კახა ლეკიშვილმა განაცხადა, რომ დასაკითხი მოწმეების ზუსტი ვინაობა ცნობილი მისთვისაც დღეს დილით გახდა, ამიტომ ადვოკატს წინა დღით მოწმეების ვინაობის შესახებ ვერ შეატყობინებდა.

„ეს, არის სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა და თქვენ ამაზე შენიშვნა არაერთხელ მიგიღიათ“, – უთხრა მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ლეკიშვილს და დაამატა, რომ ამის გამო იგი პროკურორს 50 ლარით აჯარიმებდა.

ჩიტაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესვენების შემდეგ კი დარბაზში ორი მოწმე, ფაქტის თვითმხილველი, ტაქსის მძღოლი სეირან ბაღდასარიანი და პოლიციის თანამშრომელი ალექსანდრე ბარძიმაძე დაიკითხა.

ბაღდასარიანმა განაცახადა, რომ მას კლიენტები თურქულ ბართან ხშირად მიჰყავს და შემთხვევის ღამეს ჩხუბსაც ამიტომ შეესწრო. რაც შეეხება ბართან მომხდარი დაპირისპირების დეტალებს ბაღდასარიანი ამბობს, რომ „ეს პატარა შეკამათება იყო, ასეთი რამ კი ხშირად ხდება“.

ალესანდრე ბარძიმაძემ კი მონაწილეობა ახალგაზრდებსი დაკავებაში მიიღო. მიუხედავად ამისა, მან დღევანდელ პროცესზე 2017 წლის ცხრა ნოემბრის ღამეს თურქულ ბართან მომხდარი შემთხვევის დეტალები ვერ გაიხსენა.

თურქულ ბართან სამი ახალგაზრდის დაკავების საქმეზე 15 დასაკითხი მოწმიდან ცხრამ ჩვენება უკვე მისცა. შემდეგ სხდომაზე კი რომელიც 11 აპრილს 14:00 გაიმართება, ექვსი მოწმე დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის ცხრა ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ-ერთ თურქულ ბართან მოხდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ლ.ბ–მ, გ.კ–მ და კ.ბ–მ ბარში შესვლა სცადეს, მათ იქ მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. სამივე მათგანი პასუხისგებაში ხულიგნობის მუხლით მისცეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.07.2018 ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა

13.07.2018 ახალციხე კიბოთი ავადობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა

13.07.2018 სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო

13.07.2018 ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
რას ყვებიან თურქულ ბართან დაკავებულების საქმეზე თურქეთის მოქალაქეები
თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდათ
თურქული ბარის საქმეზე  წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს