FM97.5 / LIVE

ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი ისევ კლინიკაში რჩება

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.04.2018
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის ოჯახს ახალშობილი საავადმყოფოდან ამ დრომდე არ გაუყვანია.

ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი ისევ კლინიკაში რჩება

ახალშობილს კლინიკაში 28 მარტიდან დღემდე ექიმები უვლიან. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვს სახლში ხვალ, ხუთ აპრილს წაიყვანენ.

„ვთხოვეთ ექიმებს, რომ გასვებენამდე ბავშვი საავადმყოფოში ჰყოლოდათ. გუშინ დავკრძალეთ გარდაცვლილი, დღეს შვიდი გადავიხადეთ. ბავშვს ხვალ წავიყვანთ, ექიმი დანიშნულებას დაგვიწერს, აგვიხსნის რა უნდა ვაჭამოთ და როგორ მოვუაროთ“ – ამბობს გარდაცვლილი ქალის მამამთილი.

გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება: „ჩვენ დავიღუპეთ, არ გვინდა, რომ ამ მდგომარეობაში სხვაც აღმოჩნდეს. არავის ვადანაშაულებთ, გამოძიება დაადგენს რა მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სოფელ წყრუთში მცხოვრები 23 წლის ქალი კლინიკაში 30 მარტს, დილით გარდაიცვალა. გოგონამ ორი დღის წინ, 28 მარტს, ფიზიოლოგიურად იმშობიარა. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

მომხდარზე ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეს სწავლობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

გარდაცვლილი  ქალის საქმეს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს
გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალი სოფელში გადაასვენეს
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი კლინიკიდან გაიყვანეს
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
კლინიკაში, სადაც ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, ახალციხის მერი მივიდა [Video]
რას შეიძლება გამოეწვია ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალება – ექიმების ვერსიები
ახალციხეში, კლინიკა 'იმედში', ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა