სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

"ჭიაკოკონობაზე“ მყარი ნარჩენების დაწვა ჯარიმდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.04.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას "ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, ნარჩენების დაწვა დაჯარიმებას გამოიწვევს.

"ჭიაკოკონობაზე“ მყარი ნარჩენების დაწვა ჯარიმდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. „ჭიაკოკონობა" იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, რაც ქალაქებსა და რეგიონებში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

[sknews.ge]


21.05.2018 სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება

20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

08.05.2018 რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

08.05.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2018 22 მაისს ახალციხეში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება

21.05.2018 სინოპტიკოსების პროგნოზით აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი

21.05.2018 ვემსახურები მასწავლებლებს!

20.05.2018 შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

"ჭიაკოკონობაზე“ მყარი ნარჩენების დაწვა ჯარიმდება
გარემოს დაცვის სამინისტრო ‘ჭიაკოკონობას’ საბურავების დაწვას გააკონტროლებს
საბურავების წვაზე კონტროლი მკაცრდება
 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
გარემოს დაბინძურების 289 ფაქტი 17 დღეში
ხვალიდან დასუფთავების აქციის კვირეული იწყება
გარემოს დანაგვიანებისთვის სამცხე–ჯავახეთში 278 პირია დაჯარიმებული