სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

მთავარისიახლე, განათლება 04.04.2018
2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. ვადებისა და ეტაპების შესახებ ბრძანებას განათლების მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

პირველ ეტაპზე, 2018 წლის 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, რეგისტრაცია იმ სკოლებში დაიწყება, სადაც მოსწავლის და-ძმა სწავლობს ან მისი მშობელი სკოლის თანამშრომელია.

მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, 2018 წლის რვა მაისიდან რვა ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს, თუმცა პირველ ეტაპზე რეგისტრაცია ვერ გაიარა. ელექტრონული რეგისტარციის გავლა მათ ვებგვერდზე www.emis.ge შეუძლიათ.

რაც შეეხება ბოლო ეტაპს, ამ შემთხვევაში, პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოხდება. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტებს წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018–2019 სასწავლო წელს პირველ კლასში მივლენ ის ბავშვებიც, ვინც 16 და 17 სექტემბერს არიან დაბადებულები. 2018 წელს ახალი სასწავლო წელი 17 სექტემრიდან დაიწყება, რადგან 15 სექტემბერი, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყების დღედ დადგინდა, დასვენების დღეს ემთხვევა.

[sknews.ge]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ექვსი თვის წინ დარგული ბუჩქები გახმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
10 აპრილიდან, დღეიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
23 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა  ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ დაიწყება