სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ერთ დღეში გათავისუფლებული და დაკავებული თანამდებობა – ‘კეთილმოწყობას’ ახალი უფროსი ჰყავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.04.2018
ახალციხეში, ორი თვის წინ დანიშნულმა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ მიზეზი საჯაროდ არ განუმარტავს. გამოთავისუფლებული პოზიცია, იმ დღესვე, სამცხე-ჯავახეთის სამაშველო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კობა კურტანიძემ დაიკავა.

ერთ დღეში გათავისუფლებული და დაკავებული თანამდებობა – ‘კეთილმოწყობას’ ახალი უფროსი ჰყავს

28 მარტს, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან, ორი განცხადება შევიდა: ერთს მერიის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის დირექტორი, გიორგი ბაგინაშვილი წერდა და თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, მეორეს კი - კობა კურტანიძე, რომელსაც რამდენიმე საათის წინ გათავისუფლებული პოზიციის დაკავება სურდა. მერმა ორივე განცხადება იმ დღესვე დააკმაყოფილა.

გიორგი ბაგინაშვილმა “კეთილმოწყობა” ამ წლის თებერვალში ჩაიბარა. შეკითხვაზე, რა გახდა ორ თვეში სამსახურიდან წასვლის მიზეზი, გვიპასუხა, - "ხომ წერია ყველაფერი მერიაში [განცხადებაში] არა?! მე მაგაზე სალაპარაკოდ არ მცალია“.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ბაგინაშვილმა თავად დაწერა, - „მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო. რაც შეეხება კურტანიძის დანიშვნას, მან „კეთილმოწყობის“ სამსახურის დირექტორის პოზიციის დასაკავებლად განცხადება შემოიტანა და მერმაც დაუკმაყოფილა“.

საიდან იცოდა კობა კურტანიძემ, რომ 28 მარტს მერიაში “კეთილმოწყობის” უფროსის განცხადება შევიდოდა, უცნობია. „სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვაზე, როგორ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, მანაც მერიის პრესსამსახურის მსგავსი პასუხი გაგვცა იმის შესახებ, რომ მისმა წინამორბედმა პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

ახალციხის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურს, 2014 წლის ივლისიდან – 2015 წლის ივლისამდე, კობა კურტანიძის ცოლის ძმა, გიორგი ბალიაშვილი ხელმძღვანელობდა. ამავე, 2014–2015 წლებში თავად კობა კურტანიძე სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი იყო. მისი სიდედრი, ზოია ბალიაშვილი, ახალციხის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.

დანიშვნიდან 3 დღეში, 31 მარტს, კობა კურტანიძე “ოცნების” პარტიულ შეხვედრაზე გამოჩნდა. ის ახალციხეში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამართულ რეგიონულ კონფერენციას ესწრებოდა. მაშინ, ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გიორგი გვარამაძე აცხადებდა, რომ შეხვედრაში ახალციხის 250 დელეგატი მონაწილეობდა. დღეს შეკითხვაზე, არის თუ არა კობა კურტანიძე „ოცნების“ წევრი, გიორგი გვარამაძემ არ გვიპასუხა, - „ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. კურტანიძეს ჰკითხეთ“. “კეთილმოწყობის” სამსახურის ახალი უფროსი კი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არასდროს ყოფილა.

ერთ დღეში გათავისუფლებული და დაკავებული თანამდებობა – ‘კეთილმოწყობას’ ახალი უფროსი ჰყავს

არის თუ არა პარტიის წევრობა კონფიდენციალური ინფორმაცია. “სამხრეთის კარიბჭემ” განმარტება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტს, გიგა ჩიხლაძეს სთხოვა, - „კანონით პარტიის წევრების საჯაროობის საკითხი არ რეგულირდება. ეს იმდენად უმნიშვნელო რამაა, რომ დარეგულირება აზრად არავის მოსვლია. ვერ დააძალებ გითხრან პარტიის წევრი ვინაა, თუმცა, თუ მალავს ესეც სასაცილოა. ანუ რა გამოდის, პარტიას საიდუმლო წევრები ჰყავს?!“

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

კობა კურტანიძემ სამაშველო სამსახური დატოვა
შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა
სამ დღეში სამი „პირადი განცხადებით“ გადამდგარი ჩინოვნიკი ახალციხეში
საჯარო უწყებების შემდეგ საკადრო ცვლილებები შპს–ებშიც დაიწყო
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
როგორ დაკომპლექტდა ახალციხის საკრებულოს კომისიები
ვინ იქნება შემდეგი? – „გადადგომების სერია“ ახალციხეში [Video]