FM97.5 / LIVE

პროკურატურა აბასთუმნის საკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბებას იძიებს

მთავარისიახლე, სამართალი 03.04.2018
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა, სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორის მიერ, სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმის შესაძლო გაყალბების ფაქტს იძიებს.

პროკურატურა აბასთუმნის საკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბებას იძიებს

პროკურატურამ ძიება განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა კი აბასთუმნის სკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტი უკვე შეისწავლა და საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის, ან ბლანკის დამზადება, გასაღება, გამოყენებას გულისხმობს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„პირველად თქვენგან გავიგე, რომ ძიება დაუწყიათ. მიხარია, ბოლო–ბოლო სამართალი იზეიმებს“, – ამბობს სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი.

განათლების სამინისტრომ აუდიტის დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით სკოლას გაფრთხილებაც მიეცა: „წერილობითი გაფრთხილებით სკოლას დაევალა დარღვევაზე რეაგირება, შემდგომ საქმიანობაში გათვალისწინება და კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელად დაცვა“, – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სოფელ აბასთუმნის სკოლის სამეურვეო საბჭოს ერთ–ერთი წევრისთვის გაგზავნილ წერილეში.

მიუხედავად აღნიშნულისა, ქეთევან ობოლაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „არ ვიცი ასეთ ამბებს საიდან იგებთ, ან ვინ გაწვდით. მართლა არაფერი ვიცი“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორს ქეთევან ობოლაშვილს ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები, ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ; ოქმი საბჭოს ერთ–ერთი წევრის და სკოლის ყოფილი მასწავლებლის დათა დათაშვილის საბჭოდან გარიცხვის საკითხს ეხება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აუდიტი აბასთუმნის სკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტს სწავლობს
აბასთუმნის სკოლის დირექტორს ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ
აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლის დირექტორმა  პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
სამსახურში აღდგენილი პედაგოგი დირექტორს განათლების სამინისტროში უჩივის
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო