FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

მთავარისიახლე, სამართალი 03.04.2018
ახალციხის მერიის თანამშრომლებს ემზარ მღებრიშვილს, მიხეილ ვარდიძესა და ბესარიონ მიქელაძეს ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს.

ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახალციხის სამ სოფელში ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში, სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებით პასუხისგებაში სამი საჯარო მოხელე მისცეს.

საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული პროექტის ჩაბარებისას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა მიხეილ ვარდიძემ, ემზარ მღებრიშვილმა და ბესარიონ მიქელაძემ სამსახურეობრივი მოვალეობები არასათანადოდ შეასრულეს: „შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა“.

პროექტი 2015 წელს განხორციელდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი შპს „ნიუ პროჯექტმა“ 86 500 ლარად მოიგო.

მაშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ემზარ მღებრიშვილს ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა, მიხეილ ვარდიძე ამავე სამსახურში აღმშენინსპექციის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი იყო, ბესარიონ მიქელაძე კი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

საქმის დეტალებთან დაკავშირებით არცერთ მათგანს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ სურს.

„მაისში გაიმართება სასამართლო სხდომა და ვნახოთ რა როგორ იქნება, დეტალები არ ვიცი“, – ამბობს მღებრიშვილი.

საქმის მასალების მიხედვით, მღებრიშვილი და ვარდიძე ბრალს აღიარებენ, მიქელაძე კი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

სამივე მათგანს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო 3 000 – 3000 ლარი შეუფარდა.

ამჟამად სამივე მათგანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია. ემზარ მღებრიშვილი ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელია, ბესარიონ მიქელაძეს მშენებლობისა და ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია უკავია, მიხეილ ვარდიძე კი სივრცითი მოწყობის და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავი უწყებებიდან ბრალდებულებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე წელს პასუხიგებაში კიდევ ერთი პირი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „ნიუ პროჯექტის“ დირექტორი დავით ჩაჩანიძე მისცეს, მას ბრალი 10 000 ლარის მითვისებაში ედებოდა. პროკურატურამ ჩაჩანიძესთან საპროცესო გარიგება გააფორმა.

გამოძიება მღებრიშვილი, მიქელაძისა და ვარდიძის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას სამი წლის ვადით ითვალისწინებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2018 ‘ოცნებას’ ახალციხეში ზურაბიშვილის პლაკატებისგან ქუჩების გასუფთავება ჯერ არ დაუწყია

10.12.2018 ახალციხეში 2018 წლის საუკეთესო რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

10.12.2018 ახალქალაქელმა კარინა ბაგარიანმა 37 000 აშშ დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის სამ თანამშრომელს განაჩენი გამოუტანეს
ადიგენის გამგეობის ოთხი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს
ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს
'ნიუ პროჯექტის' დირექტორს 10 000 ლარის მითვისებას ედავებიან
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
'ნიუ პროჯექტის' დირექტორთან საპროცესო გაფორმდა
ასპინძის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა