FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილედ "ოცნების" წევრი წარადგინა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.04.2018
ბორჯომის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, "პატრიოტთა ალიანსიდან" გიორგი გოგიჩაიშვილმა მოადგილედ, "ქართული ოცნების" წევრი ოთარ არბოლიშვილი დაასახელა.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილედ "ოცნების" წევრი წარადგინა
მოადგილის ასარჩევად კენჭისყრა ამ წუთებში იწყება.

"სამხრეთის კარიბჭეს" კითხვაზე, რატომ დაასახელა "ქართული ოცნების" წევრი მოადგილედ, გიორგი გოგიჩაიშვილი გვპასუხობს:"მეტი პარიტეტულობისთვის და იმისთვის, რომ საკრებულოს ყველა დეპუტატს ინფორმაციაზე წვდომა თანაბრად ჰქონდეს".

"ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი ერთად შეთანხმდნენ როგორც თავმჯდომარის, ასევე მისი მოადგილის პოზიციებზე.

"ერთად ვიმსჯელეთ და იმიტომ დავუჭირეთ მხარი საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილის არჩევას", – ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე 28 მარტს გადააყენეს. 21 დეპუტატიდან ჩაჩანიძის იმპიჩმენტს მხარი 19–მა დაუჭირა, მათ შორის, ექვსი მისი თანაგუნდელი იყო. ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა გიორგი გოგიჩაიშვილმაც.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ მოადგილის კანდიდატურა განიხილება
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ
დღეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს  უყრიან  კენჭს