სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

'ოცნება' ახალციხეში პარტიული შტაბების გახსნას გეგმავს [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.03.2018
ახალციხეში „ქართული ოცნების“ ახლადდაკომპლექტებული საოლქო ორგანიზაცია მუნიციპალიტეტში პარტიული შტაბების გახსნას იწყებს.

'ოცნება' ახალციხეში პარტიული შტაბების გახსნას გეგმავს [Video]

მესხეთის თეატრში „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენცია, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.

ახალციხე პარტიის ლიდერებმა ისე დატოვეს, რომ კომენტარი არც შეხვედრის დაწყებამდე და არც დასრულების შემდეგ არ გაუკეთებიათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გიორგი გვარამაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, შემდეგ კი ახალციხის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ბიუროს წევრების არჩევა მოხდა.

სხდომაზე დამსწრე 250–მა დელეგატმა, ახალციხის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი კოპაძე, ბიუროს წევრებად კი მაია წითლანაძე, ზურაბ სამსონიძე, მურმან თოთაძე, ბიჭოკო მოდებაძე და საბა ჩინჩალძე აირჩია.

გიორგი კოპაძე აცხადებს, რომ მისი სამომავლო მიზანი ახალციხის საოლქო ორგანიზაციის გაძლიერებაა: „ეს ორგანიზაცია თავის დროზე მე შევქმენი თანამებრძოლებთან ერთად. მაშინ 75 კაცი იყო, დღეს კი 1 000–ზე მეტი წევრი გვყავს. ახლა გვინდა, რომ მათ უკეთესი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა შევუქმნათ, იმისთვის, რომ მეტი შტაბები გაიხსნას“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენცია პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.



'ოცნება' ახალციხეში პარტიული შტაბების გახსნას გეგმავს [Video]

'ოცნება' ახალციხეში პარტიული შტაბების გახსნას გეგმავს [Video]

'ოცნება' ახალციხეში პარტიული შტაბების გახსნას გეგმავს [Video]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


21.05.2018 სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება

20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

08.05.2018 რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

08.05.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2018 22 მაისს ახალციხეში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება

21.05.2018 სინოპტიკოსების პროგნოზით აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი

21.05.2018 ვემსახურები მასწავლებლებს!

20.05.2018 შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი კოპაძე აირჩიეს
ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს
ბორჯომში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ახალციხეში ‘ქართული ოცნების’  პარტიული ყრილობა ჩატარდება
'ოცნებამ' ახალციხეში პარტიის თავმჯდომარე აირჩია
ბორჯომში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლევან ლიპარტია აირჩიეს
გიორგი კოპაძე: დაგვრჩა მაჟორიტარი, მალე გამოვცვლით და ისიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება