სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.03.2018
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა.27 წლის წინ, რეფერენდუმის მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა. ამავე დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე გაუქმდა.

[sknews.ge]


21.05.2018 სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება

20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

08.05.2018 რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

08.05.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2018 22 მაისს ახალციხეში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება

21.05.2018 სინოპტიკოსების პროგნოზით აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი

21.05.2018 ვემსახურები მასწავლებლებს!

20.05.2018 შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
ახალციხეში ზვიად გამსახურდია გაიხსენეს
27 წელი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა
ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა
ახალქალაქში  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება