FM97.5 / LIVE

უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა, თავშესაფრის მოთხოვნა – დისკუსია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.03.2018
უვიზო მიმოსვლის წესებსა და სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ასამოქმედებელ მექანიზმებზე იმსჯელეს დღეს ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტსა და ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრებზე.

უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა, თავშესაფრის მოთხოვნა – დისკუსია ახალციხეში

შეხვედრებზე დამსწრეებს განუმარტეს რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოგზაურობა ვიზის გარეშე.

დისკუსია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, გასულ, 2017 წელს, უვიზო რეჟიმით 240 000–მა ადამიანმა ისარგებლა. ეს ის მოქალქეები არიან, რომლებიც წავიდნენ და უკანვე დაბრუნდნენ.

მათივე განმარტებით, არის შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით ჩაბარებას ითხოვენ. ასეთი მოთხოვნების 97% არ კმაყოფილდება. მაგალითად, 2017 წელს, გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის მხოლოდ 2 % დაკმაყოფილდა, შვედეთში 0%. მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით კი მხოლოდ 3% კმაყოფილდება.

საუბარი შეეხო იმ რისკებსაც, რაც ქვეყანას ექმნება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ხშირად დაარღვევენ უვიზო მიმოსვლის წესებს, ან არამართლზომიერად გამოიყენებენ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურებს.

უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევად ჩაითველაბ შემდეგი პირობები: თუ გაიზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, თუ ქვეყანა არ შეასრულებს და წასულ მოქალაქეებს, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან სხვა ქვეყანაში, არ დააბრუნებს უკან, ასევე, თუ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტულ ქვეყანაში შეექმნებათ საფრთხე.

შეხვედრა მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. ამ კამპანიის ფარგლებში 50–მდე მსგავსი შეხვედრა შედგა.
საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა, თავშესაფრის მოთხოვნა – დისკუსია ახალციხეში

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photo\video]

20.10.2018 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]

20.10.2018 ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ შეხვედრები გაიმართება
უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრები ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში
საქართველოს მოქალაქეებისთვის  უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა
რომელ ქვეყნებში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები
უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხს ხელი ოფიციალურად მოეწერა