ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos] »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.03.2018
ადიგენის ორი სოფელი, დერცელი და კიკიბო, 60 ოჯახით, მეწყერის გამო ,ადმინისტრაციულ ცენტრს მოსწყდა. მერია ამ დასახლებებთან მისასვლელ ალტერნატიულ გზას ეძებს და პარალელურად, გზის ჩავარდნას კიდევ ერთ მონაკვეთზე ელოდება.



სოფელ დერცელიდან სამ კილომეტრში მეწყერული პროცესების განვითარება ოთხი დღის წინ, 26 მარტს დაიწყო. გზაზე გაჩენილი ნაპრალები ადგილობრივებმა პირველად ამ დღეს შენიშნეს. ამბობენ, რომ გუშინდელ დღემდე ამ გზაზე მანქანებით ჩვეულებრივად გადაადგილდებოდნენ. გუშინ, 29 მარტის დილას კი, სასკოლო ავტობუსმა,რომელსაც სოფელ მოხეში დერცელელი მოსწავლეები გადაჰყავდა, გადასვლა ვეღარ შეძლო.

„ერთი ავტობუსი დამეწყრილი მონაკვეთის ერთ მხარეს გავაჩერეთ, ბავშვები ჩავარდნილ გზაზე ფეხით გადავიდნენ, რომ მეორე მხარეს ავტობუსში ჩამსხდარიყვნენ და სკოლაში წასულიყვნენ“, – გვეუბნება ადგილობრივი ჯემალ ირემაძე.

ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]

ორი დღეა გზაზე ტრასპორტის მოძრაობა შეუძლებელია. იმისათვის, რომ ადგილობრივებმა პროდუქტი მოიმარაგონ, მუნიციპალიტეტის ცენტრთან დასაკავშირებლად, დამეწყრილ მონაკვეთზე ფეხით გადადიან.

„არც კიკიბოს და არც დერცელის მოსახლეობას პროდუქტზე, ან სხვა მიზნით, გადაადგილებაზე პრობლემები არ შეგვქმნია. ორი დღეა ტრანსპორტით ვერა, მაგრამ ფეხით მაინც დავდივართ“, – ამბობს დერცელის მცხოვრები თამაზ ბერიძე.

ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დრომდე მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა.

ადიგენის მერიაში მოსალოდნელი მეწყერის შესახებ რამდენიმე დღით ადრე იცოდნენ. ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის მცხოვრებლებმა შეატყობინეს. მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ ვერაფერს მოიმოქმედებდნენ: „მდგომარეობას ვაკვირდებოდით, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით და მეწყერის ჩამოსვლას სავალალო შედეგები არ გამოეწვია“.

ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]

ადგილზე დღეს დილიდანვე მუშაობდნენ გეოლოგები. არსენ ბალახაშვილის თქმით, მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი დამეწყრილ ზონაში რისი გაკეთება შეიძლება. დასკვნამდე კი ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აქ გზის აღსადგენად ჯერ ვერც სპეციალური ტექნიკა იმუშავებს.

ადიგენში, ამ ზონაში, მეწყრული კიდევ ერთი მონაკვეთია, – დამეწყრილი ზონიდან 150 მეტრში. ნაპრალები აქაც ორი დღის წინ გაჩნდა.
მერის მოადგილის განმარტებით, ამ მონაკვეთზეც ჯერ ვერაფერს გეგმავენ და გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.

ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]

ვიდრე დამეწყრილ გზებზე გეოლოგები დასკვნას დადებენ, ადიგენის მერია ალტერნატიული გზის პროექტზე აპირებს მუშაობას.

„გამორიცხული არ არის ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დავდგეთ და უფრო უარესი შედეგები მივიღოთ. დერცელს ახალი გზა სჭირდება, აქვე ტყის ტერიტორიაზეა შესაძლებელი გაყვანა. საჭიროა ახალი პროექტის შედგენა“, – ამბობს არსენ ბალახაშვილი.

მისივე თქმით, გზის შესასწავლად და დასაპროექტებლად ხვალ, 31 მარტს, ადიგენში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს ელოდებიან.

ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]

[ავტორი: ლუბა გიორგაძე
ვიდეო: ოთარ აწყურელი]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ახალს გაიყვანენ
ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ
დამეწყრილ ადიგენში ჯერ ტექნიკა ვერ შეჰყავთ [Photo]
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
ხუთი თვის შემდეგ დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის დაპროექტება დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ ზონებს გეოლოგები შეისწავლიან
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა