FM97.5 / LIVE

ურავლის ხეობის ექვს სოფელს რწყვის პრობლემა აღარ ექნება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.03.2018
ახალციხეში, ურავლის ხეობის ექვს სოფელში, მიმდინარე წელს სარწყავი სისტემა აშენდება და ადგილობრივებს ნაკვეთების მორწყვის პრობლემა აღარ ექნებათ.

ურავლის ხეობის ექვს სოფელს რწყვის პრობლემა აღარ ექნება

სარწყავი სისტემა სოფლებში: წყორძაში, ანდრიაწმინდაში, ახალშენში, მინაძეში, ღრელსა და ჭაჭარაქში მოეწყობა. პროექტი, რომლის ღირებულება 247, 298 ლარია, იაპონიის საელჩოსა და ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. 209, 575 ლარი იაპონიის საელჩოს წვლილია, 37 723 კი ახალციხის მერიის. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს, 30 მარტს, ახალციხის მერიაში მოეწერა.

პროექტის განხორციელების იდეა „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს“ ეკუთვნის. პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომლის მიზანი თემის განვითარების ხელშეწყობაა, ორგანიზაციამ ახალციხის სოფლების საჭიროებები შეისწავლა. კვლევების შედგად აღმოჩნდა, რომ ამ სოფლებს წლების განმავლობაში ნაკვეთების მორწყვის პრობლემა ჰქონდა.

„კავკასიურმა ინსტიტუტმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით მოამზადა საპროექტო განაცხადი, რომელიც წარუდგინა იაპონიის საელჩოს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტმა გაიმარჯვა და დაფინანსება საელჩოსგან მოიპოვა“,– განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თიკო ტყეშელაშვილმა.

სარწყავი სისტემის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ თვითდინებით სისტემის გამო, მოსახლეობას რწყვის მინიმალური გადასახადი ექნება. პროექტის შედეგად დაახლოებიტ 287 ჰექტარი გასარწყავიანდება.

ურავლის ხეობის ექვს სოფელს რწყვის პრობლემა აღარ ექნება

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სოფელ წყორძაში სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
იაპონიის მთავრობა მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს
რომელი სოფლები გასარწყავიანდება წელს ახალციხეში
იაპონიის ელჩის ვიზიტი სოფელ ხევაშენში
წყალი საათში 65 ლარად - შეჩერებული პროექტი და ‘მშრალზე’ დარჩენილი სოფლები [ვიდეო]
წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება
დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს