FM97.5 / LIVE

რას შეიძლება გამოეწვია ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალება – ექიმების ვერსიები

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.03.2018
კლინიკა „იმედში“ გარდაცვლილი, ახალნამშობიარები 23 წლის ქალი, საავადმყოფოდან დღეს უნდა გაეწერათ. სამშობიარო განყოფილების მორიგე ექიმი ამბობს, რომ ღამით პაციენტს რაიმე გართულებები არ ჰქონია.

რას შეიძლება გამოეწვია ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალება – ექიმების ვერსიები

გუშინ ღამით, კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში, მორიგე ექიმი გინეკოლოგი ანაიდა პეტროსიანი იყო. ვიდრე ექსპერტიზა მომხდარის მიზეზებს დაადგენს, ექიმს საუბარი უჭირს: „ღამის სამ საათზე ჩაი დალია და ისევ დაწვა. დაახლოებით დილის შვიდ საათზე საპირფარეშოში შევიდა და უცებ ჩაიკეცა, ცუდად ვარო. მეც იქ ვიყავი, ვწერდი. ჩემთან ერთად მორიგე ექთანიც იყო და მაშინვე მივედით საშველად. რა მოხდა, ექსპერეტიზის პასუხების შემდეგ გაირკვევა, სხვას ვერაფერს გეტყვით“.


კლინიკის ექიმები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა „ემბოლია“ ან „თავის ტვინის სისხლძართვთა ანევრიზმა“ გამხდარიყო, რადგან მშობიარობაც და მის შემდგომი პერიოდიც, გართულების გარეშე მიმდინარეობდა.

„რეგისტრატურაში მორიგე ვიყავი, სამშობიარო განყოფილებაში რომ ავედი, ყველა ექიმი თავს ეხვია, რეანიმაციული დახმარება უტარდებოდა. გოგონას ხელებზე რომ შევხედე, უკვე გალურჯებული ჰქონდა. სავარაუდოდ თრომბი იყო“, – ამბობს კლინიკა „იმედის“ რეგისტრატურის მორიგე.

მისი თქმით, გოგონას გადარჩენას კლინიკის ყველა მორიგე ექიმი ცდილობდა: „გინეკოლოგთან ერთად იყვნენ რეანიმატოლოგები, ქირურგები, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”.

ახალციხეში, სოფელ წყრუთში მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდა კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა. გოგონამ ორი დღის წინ, 28 მარტს, ფიზიოლოგიურად იმშობიარა. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ეს მისი პირველი მშობიარობა იყო.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ნათესავები დღეს დილიდან საავადმყოფოს ეზოში იყვნენ შეკრებილი. ისინი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

მომხდარზე ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კლინიკაში დღეს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძეც მივიდა. მან გარდაცვლილის ახლობლებს შესთავაზა, თუ სახელმწიფო ექსპერტს არ ენდობიან, საქმეში მათი შერჩეული ექსპერტი ჩაერთოს.



[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

17.09.2018 ახალციხის სკოლებში 368 პირველკლასელი მიიღეს [Photo]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2018 ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

19.09.2018 ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]

19.09.2018 გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ

18.09.2018 ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

კლინიკაში, სადაც ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, ახალციხის მერი მივიდა [Video]
გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალი სოფელში გადაასვენეს
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი ისევ კლინიკაში რჩება
ახალციხეში, კლინიკა 'იმედში', ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა
გარდაცვლილი  ქალის საქმეს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი კლინიკიდან გაიყვანეს