FM97.5 / LIVE

კლინიკაში, სადაც ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, ახალციხის მერი მივიდა [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.03.2018
ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალის ახლობლებს ხვდება. მერი ოჯახის წევრებს სთავაზობს, რომ თუ საქმეში ჩართულ ექსპერტებს არ ენდობიან, მოიწვიონ სხვა, ნებისმიერი სპეციალისტი, ის, ვინც მათ სურთ.



ზაზა მელიქიძე საავადმყოფოში შეკრებილი, გარდაცვლილის ნათესავების დამშვიდებას ცდილობს: "უკეთესია, რომ მივცეთ საშუალება გამოძიება ჩატარდეს ისე, როგორც საჭიროა. ველოდებით ექსპერტს, ჩამოვა თბილისიდან, თქვენს მიერ მოწვეულიც და სახელმწიფო ექსპერტიც და ორივე ერთად დაადგენს გარდაცვალების გამომწვევ მიზეზს. თუ გინდათ კიდევ სხვა ექსპერტის მოწვევა, ჩვენ მზად ვართ, თუ გნებავთ, შევაჩეროთ ექსპერტიზა და სხვა მოვიწვიოთ", – ეუბნება ახალციხის მერი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ბიძას.

გარდაცვლილის ნათესავები საავადმყოფოს დირექციას არ ენდობიან და ამბობენ, რომ მან შეიძლება ექსპერტები მოისყიდოს.

კლინიკაში, სადაც ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, ახალციხის მერი მივიდა [Video]

შეგახსენებთ, ახალციხეში კლინიკა "იმედში", დღეს, 30 მარტს, დილით, მშობიარობიდან ორი დღის შემდეგ, 23 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა 28 მარტს იმშობიარა. ექიმებმა მათ განუცხადეს, რომ დედაც და ჩვილიც თავს კარგად გრძნობდნენ. დღეს, 30 მარტს, დილით კი დაურეკეს და აცნობეს, რომ ცუდი ამბავი ჰქონდათ. ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა. ეს მისი პირველი მშობიარობა იყო. ჩვილი თავს კარგად გრძნობს.

კლინიკის ხელმძღვანელი დავით მაისურაძე ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს. პირად საუბარში ამბობს, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა და ამ დილამდე რამე გართულება არ ყოფილა, დანარჩენს კი ექსპერტიზას დაადგენს.

გარდაცვლილის ახლობლები და თანასოფლელები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ახალგაზრდა ქალის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მომხდარზე ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კლინიკაში, სადაც ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, ახალციხის მერი მივიდა [Video]

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, კლინიკა 'იმედში', ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა
გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალი სოფელში გადაასვენეს
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი ისევ კლინიკაში რჩება
რას შეიძლება გამოეწვია ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალება – ექიმების ვერსიები
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
გარდაცვლილი  ქალის საქმეს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი კლინიკიდან გაიყვანეს