სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმეს

მთავარისიახლე, სამართალი 30.03.2018
სოფელ სვირში დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც დედასა და მეზობლებზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს, ბრალი დაუმძიმეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმეს

ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი ორი მუხლით ედება. მას პროკურატურა ოჯახში არასრულწლოვნების თანდასწრებით ძალადობასა და ასევე, ორი, ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული მუხლები ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ითვალისიწნებს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული გ.ბ–ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 30 მარტს იმსჯელა. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრლადებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა. სხდომას არც მისი ახლობლები დასწრებიან.

„ვერ მივუსწარით პროცესს. სოციალურად დაუცველები ვართ და მოვითხოვთ ამის მერე ადვოკატის დანიშვნას“, – ამბობს დაკავებულის დედა ზ.ბ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გ.ბ. საკუთარ სახლში, 27 მარტს, ღამით დააკავეს. ადგილობრივების თქმით, მან დედას ყელში ხელი წაუჭირა, მეზობლებს კი ქვები დაუშინა. გ.ბ–ს ბრალი ჯერ მხოლოდ ძალადობის მუხლით ედებოდა. საბოლოოდ იგი პროკურატურამ პასუხისგებაში ძალადობის და ასევე ოჯახში ძალადობის მუხლებით მისცა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხეში პოლიციელი დააკავეს
27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს