FM97.5 / LIVE

ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, სამართალი 29.03.2018
ახალციხეში, სოფელ სვირში, ადგილობრივები ყვებიან, რომ შუახნის მამაკაცმა დედასა და მეზობლებზე იძალადა. მათი თქმით, მან დედას ყელში ხელი წაუჭირა, მეზობლებს კი ქვები დაუშინა. მამაკაცი დაკავებულია.

ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

შემთხვევა, ახალციხეში, სოფელ სვირში, 27 მარტს, ღამით მოხდა. მამაკაცი მეზობელი სოფლიდან შინ ნასვამი, დაახლოებით, 23:30 საათზე დაბრუნდა.

„სახლში რომ შემოვიდა, გინება და გლახა სიტყვები დაიწყო. არ ვიცი რატომ გაბრაზდა. ვუთხარი ნუ იგინები, სირცხვილია, დაისვენე–მეთქი. ამის თქმა იყო და დამეტაკა, ყელში წამავლო ხელი. მერე დალეწა ფანჯრები, „კუხნის“ „სტეკლოებსაც“ დაჰკრა ხელი და გაიჭრა“, – გვიყვება მამაკაცის დედა.

დაკავებული სვირში დედასთან, მეუღლესთან და ხუთ და–ძმასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. როგორც დედა ყვება, ნასვამმა ბავშვებისკენაც გაიწია, ამიტომ 11 და 6 წლის შვილები სახლიდან გამოიყვანა და დროებით თავი მეზობელთან შეაფარა.

„ჯერ ბავშვები მოაწყდნენ ღობეს, შველას ითხოვდნენ, მერე ჩემთან შემოვიდნენ, გაფითრებულები იყვნენ. ის მთვრალი გარეთ ისევ ყვიროდა“, – გვიყვება მეზობელი.

დედის გასვლის შემდეგ მამაკაცმა მისი ძებნა მეზობლებთან დაიწყო. თავდაპირველად სხვა ოჯახში მივიდა.

„ვიწექით უკვე გარედან ყვირილი რომ გავიგონე, მერე „ბალკონის“ კარს აჯანჯღარებდა. შემოანგრია და შემოვიდა. გვაგინებდა, სადაა დედაჩემი, გამოდით, ისიც უნდა მოვკლა და თქვენცო. სარეცხის თოკი მოგლიჯა, ამით უნდა დაგახრჩოო“, – იხსენებს მეზობელი და ამატებს, რომ ამ დროს ორივე ხელი სისხლიანი ჰქონდა. ხის აივანს სისხლის კვალი ახლაც ამჩნევია, – „ვეუბნებოდი რატომ გვაგინებ, რა გინდა, თავი დაგვანებე–მეთქი, ამაზე უფრო გაბრაზდა და მე და ჩემს ქმარს ქვები დაგვიშინა. მერე გაიქცა, ‘ტაპორი’ უნდა მოვიტანო და დაგხოცოთო. ძალიან შემეშინდა და პოლიციაში დავრეკე“.

სვირში პოლიცია, როგორც ადგილობრივები ყვებიან, მალე მივიდა. სამართალდამცავებმა ნასვამი მამაკაცი სახლში დააკავეს.

„პოლიცია რომ მოვიდა, უკვე დედამისი სახლში იყო, მეც ჩავედი. პოლიციას მოუყვა დედამისი ყელში როგორ წაუჭირა ხელი“, – გვიყვება მეზობელი.

ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორივე ოჯახის წევრები იმ ღამესვე პოლიციაში წაიყვანეს და დაკითხეს. მეორე დღეს კი, დედასაც და მეზობელსაც ექსპერტიზები ჩაუტარეს.

„ექიმმა თქვა ყელზე მხოლოდ ფრჩხილის განაჩხაპნი გეტყობა, დალურჯებული არ გაქვსო“, – ამბობს დედა და ამატებს, რომ ასე მისი შვილი სახლში არასდროს მოქცეულა, – „ახლაც არ მინდოდა, რომ დაეჭირათ, რა ვქნა, შვილია, ვინ გამომიცვლის. მაგრამ ერთი მხრივ კარგიცაა, იქნებ ამის მერე ისწავლოს ჭკუა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ძალადობის მუხლით იძიებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, შესაძლოა, დაკავებულს ბრალი დაუმძიმდეს.

ამ დრომდე მამაკაცს ბრალი წაყენებული არ აქვს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმეს
‘ორივე ხელი მოტეხეს,  საოპერაციოა’ – ახალციხეში  დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა
23 წლის ბიჭი დის ცემის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს ჯერ ბრალი არ წარდგენია
სცადეს თუ არა რაბათში ბავშვების გატაცება? – რას ჰყვებიან ადგილობრივები
სოფელ სვირში ქალს  ოჯახის ხანდაზმულ წევრზე ძალადობაში ამხელენ
შსს-მ იმ ბიჭის საქმის ძიება დაიწყო, რომელსაც ჩხუბში ორივე ხელი მოტეხეს