სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხელი გოგონები პარიზში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.03.2018
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული, მორბენალ გოგონათა გუნდი, საფრანგეთში, პარიზში, მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადება.

ახალციხელი გოგონები პარიზში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან [Video]

ახალციხის მესამე საჯარო სკოლის გოგონები, საქართველოს ჩემპიონები მძლეოსნობაში (გეზრბენში) გასულ, 2017 წელს გახდნენ. მათი მიზანი ახლა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებაა.

გუნდში ექვსი გოგონაა: ჰასმიკ მარქარიანი, ირინა აკოფიანი, მარი ზედგინიძე, სვეტა პოღოსიანი, სოფო აკოფიანი და თამარ გაბაშვილი.
„ვფიქრობთ მესამე საპრიზო ადგილს მაინც დავიკავებთ“, – გვეუბნება ირინა აკოფიანი.



მესამე სკოლაში მძლეოსანი გოგონების გუნდი სამი წლის წინ შეიქმნა. ჩემპიონების მწვრთნელი გევორქ სარქისიანი ამბობს, რომ პირველ წარმატებას 2016 წელს მიაღწიეს: „ჯერ ქალაქის პირველობა მოვიპოვეთ, შემდეგ სამცხე–ჯავახეთის. საბოლოოდ, ანაკლიის ბანაკში, 12 რეგიონს შორის, მესამე ადგილი დავიკავეთ“.

მორბენალი გოგონებისთვის გაცილებით ნაყოფიერი, გასული, 2017 წელი აღმოჩნდა.

„რეგიონის შემდეგ აღმოსავლეთის პირველობა მოვიპოვეთ. ფინალში შევხვდით დასვლეთის ჩემპიონ და 2016 წლის ჩემპიონ გუნდებს, სადაც დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ“, – ამბობს გოგონების მწვრთნელი.

გოგონები და მათი მწვრთნელი საფრანგეთში პირველ აპრილს გაემგზავრებიან. შეჯიბრი 2–7 აპრილს უნდა გაიმართოს. ჩემპიონატში საქართველოს გარდა 25 ქვეყნის სკოლის გუნდი იქნება.

ახალციხელი გოგონები პარიზში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან [Video]

[ავტორი: თინათინ ზაზაძე.
ვიდეო: ოთარ აწყურელი, გიორგი ლონდარიძე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხელი მძლეოსნები პარიზიდან დაბრუნდნენ
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული ახალციხეში
სასკოლო ოლიმპიადაზე, ფრენბურთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხის სტადიონზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა