სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სამცხე–ჯავახეთში, 3 თვეში 39 პირი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 29.03.2018
იანვრიდან დღემდე, სამართალდამცველებმა, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით , ქვეყნის მასშტაბით 855 პირი დააკავეს, 1402 პირზე კი შემაკავებელი ორდერი გამოსცეს.

ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სამცხე–ჯავახეთში, 3 თვეში 39 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, ამ 855–დან, 424 პირი თბილისში დააკავეს, 78 – იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, 76 – ქვემო ქართლში, 68 – კახეთში, 66 – შიდა ქართლში, 40 – აჭარაში, 39 – სამცხე-ჯავახეთში, 25 – სამეგრელოში, 25 – გურიაში და 14 – მცხეთა-მთიანეთში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დაკავებულია ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.

დაკავებული 855 პირიდან:

• 585 დაკავებულია ოჯახში ძალადობის ბრალდებით (1261 მუხლი);
• 206 - ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით (111-126-ე მუხლი);
• 39 - ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით (111-151-ე მუხლი);
• 5 - ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით (111-117-ე და 111-120-ე მუხლები);
• 3 - ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით (111-150-ე მუხლი);
• 3 - ოჯახის წევრის ადევნების ბრალდებით (111-1511 მუხლი);
• 3 - ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით (111-19-108-109-ე მუხლები);
• 2 - ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით (111-108-109-ე მუხლები);
• 2 - ოჯახის წევრის ნივთის დაზიანების ბრალდებით (111-187-ე მუხლი);
• 2 - ოჯახის წევრის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით (111 -143-ე მუხლი);
• 1 - ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით (111-137-ე მუხლი);
• 1 - ოჯახის წევრის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით (111-1443 მუხლი);
• 1 - ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით (111-115-ე მუხლი);
• 1 - ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით (111 -3811 მუხლი);
• 1 - ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 111 -144-ე მუხლი).

როგორც შსს–ში აცხადებენ, გამოძიების დაწყების პარალელურად, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველებმა 1402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდათ გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

[sknews.ge]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.07.2018 ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა

13.07.2018 ახალციხე კიბოთი ავადობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა

13.07.2018 სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო

13.07.2018 ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

შსს: ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს
შსს–მ სამცხე–ჯავახთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით  სამი პირი დააკავა
შსს–მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით  ბორჯომში ერთი პირი დააკავა
ქალსა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძმები პოლიციელები არიან
ახალციხეში პოლიციელების დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხეში პოლიციელი დააკავეს