FM97.5 / LIVE

ახალციხის უნივერსიტეტი ავტორიზაციისთვის ემზადება

მთავარისაზოგადოება » განათლება 23.05.2012
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა წელს სავალდებულო ავტორიზაცია უნდა გაიაროს

ახალციხის უნივერსიტეტი ავტორიზაციისთვის ემზადება

უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაციას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გადიან. ამ ეტაპზე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში ავტორიზაციისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებენ. სასწავლებლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ განაცხადს უახლოეს დღეებში გააკეთებენ.

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი ავტორიზაციას გაივლის, ადმინისტრაცია პროგრამული აკრედიტაციისთვის დაიწყებს მზადებას.

- „ადრე სასწავლებლის აკრედიტაცია ითვალისწინებდა ავტორიზაციასაც და პროგრამულ აკრედიტაციასაც. ახლა ეს ყველაფერი ერთმანეთისგან გაიმიჯნა. სასწავლებელმა ავტორიზაცია რომ მოიპოვოს, გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. აქ შედის ადამიანური და მატერიალური რესურსი და სასწავლო პროგრამები“, - განმარტავს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.

თუ უნივერსტეტი ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მას ავტორიზაცია კიდევ ხუთი წლით მიენიჭება. შემდეგ სასწავლებელმა პროგრამული აკრედიტაცია უნდა გაიაროს, რაც თითოეული პროგრამის დეტალურად შემოწმებას ითვალისწინებს. ისევე როგორც ავტორიზაციას, აკრედიტაციასაც გარკვეული სტანდარტები აქვს. უნივერსიტეტში თითოეული პროგრამის არსებობისთვის საჭირო მატერიალური ბაზა და აკადემიური რესურსი, ანუ პროფესურა უნდა არსებობდეს. პროგრამული აკრედიტაციაც ხუთ წლიანია.

- „ყველა პროგრამას თავისი დარგის სპეციალისტები ამოწმებენ. გარდა ამისა, შემოწმებაში მონაწილეობას ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებიც იღებენ“, - განმარტავს ნიკოლოზ ახალკაცი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მატერიალური რესურსი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სასწავლებელს ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ბაზა აქვს.

- „რაც შეეხება ჩვენს პროფესურას, მოთხოვნა ასეთია, რომ 70 სტუდენტზე ერთი შტატიანი სრული ან ასოცირებული პროფესორი უნდა იყოს. ჩვენ ამ ეტაპზე 57 პროფესორი და 1’200 მდე სტუდენტი გვყავს“, - ამბობს რექტორის მოადგილე.

მისივე თქმით, პროგრამული აკრედიტაციის დროს საჭიროა ბაზრის კვლევა, რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის პროგრამა: „გარდა ამისა, ბაზრის კვლევა გვეხმარება გავიგოთ რა პროგრამებზე ავიღოთ ორიენტაცია, რომ სამომავლოდ ამ პროგრამებმა ფუნქციონირება გააგრძელოს“.
პროგრამული აკრედიტაციის დროს გაცილებით მკაცრი მოთხოვნები რეგულირებად დარგებზე ვრცელდება. ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, ახალციხის უნივერსიტეტს სწორედ ამ მიმართულებით აქვს ყველაზე მეტი სამუშაო.

გაივლის თუ არა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ავტორიზაციას, განაცხადის შეტანიდან სამი თვის ვადაში გაირკვევა. საბოლოო დასკვნას ავტორიზაციის საბჭო გააკეთებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
უნივერსიტეტს მხოლოდ 31 მაგისტრანტი ჰყავს
უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებებს ავტორიზაციას უკავშირებენ
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 300 სტუდენტი მიიღო
საფეხური: ცვლილებები უნივერსიტეტის ავტორიზაცია – აკრედიტაციის წესში [Audio]
ერთი განცხადება ვაკანტურ თანამდებობაზე