FM97.5 / LIVE

ხელისუფლებამ ბორჯომში ოპოზიციონერი თავმჯდომარე გადააყენა [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.03.2018
ბორჯომის თვითმმართველობაში, ხელფასების გამო შექმნილი კრიზისი, საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის იმპიჩმენტით დასრულდა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ვინც არ უნდა აირჩიონ, ის რეალურად „ქართული ოცნების“ კადრი იქნება.

ხელისუფლებამ ბორჯომში ოპოზიციონერი თავმჯდომარე გადააყენა [Video]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ, 21 დეპუტატი გამოცხადდა. წინა სხდომებისგან განსხვავებით, ამჯერად „ოცნების“ დეპუტატებს არცერთი წევრი არ აკლდათ. „პატრიოტთა ალიანსიდან“ კი ჩაჩანიძის ჩათვლით, სამი დეპუტატი არ გამოცხადდა. ასევე, სხდომას არ დაესწრნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატები.

ხელისუფლებამ ბორჯომში ოპოზიციონერი თავმჯდომარე გადააყენა [Video]

21 დეპუტატიდან ჩაჩანიძის იმპიჩმენტს მხარი 19–მა დაუჭირა, მათ შორის, ექვსი მისი თანაგუნდელი იყო. ამ ექვსიდან ერთი ჩაჩანიძის მოადგილე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აღმოჩნდა. მან სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამის შემდეგ საკრებულო და მერია „ჩამსხვრეული ხიდის“ აღდგენას დაიწყებს. ასევე, დაადასტურა, რომ თავმჯდომარის პოზიციაზე მისი კანდიდატურა განიხილება: „ჩვენ, „პატრიოტთა ალიანსი“ ვართ უმრავლესობაში, ამიტომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ბორჯომი უნდა იყოს უკეთესი“.

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ტატიანა მარტინენკომ, რომელიც ერთ–ერთი იყო ჩაჩანიძის გადაყენების ინიციატორ დეპუტატებს შორის, განაცხადა, რომ „საკრებულოს თავმჯდომარეს „ოცნების“ დეპუტატებთან პირადი დაპირისპირება ჰქონდა, ამის გამო აპარატში მუშაობაც კი ძალიან რთული იყო. ახლა ყველაფერი სხვაგვარად დალაგდება“.



მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთობების „სხვაგვარად დალაგების“ იმედი აქვთ „ოცნების“ დეპუტატებსაც: „ჯერ არ ვიცით ვინ იქნება თავმჯდომარეობის კანდიდატი, არც ის გვაქვს გადაწყვეტილი „ალიანსის“ დაყენებულ კანდიდატს დავუჭერთ თუ არა მხარს“, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია.

ოპოზიციური პარტიების დეპუტატები კი დარწმუნებული არიან, რომ ვინც არ უნდა იყოს ამის შემდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, ის რეალურად „ოცნების“ ინტერესების გამტარებელი იქნება.

„დღევანდელ სხდომაზე აღმოჩნდა, რომ გაერთიანდა „ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ ექვსი დეპუტატი. რომელი უფრო მეტია?! რად უნდა თქმა იმას, რომ ვინც არ უნდა აირჩიოს ამ 19–მა დეპუტატმა, ის „ოცნება“ იქნება“?! – ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატი გიორგი გიუაშვილი.

ხელისუფლებამ ბორჯომში ოპოზიციონერი თავმჯდომარე გადააყენა [Video]

დღევანდელ დღეს, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ქორწინებას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ბაკურ გელაშვილი. მას მიაჩნია, რომ რეალურად ზაზა ჩაჩანიძე მხოლოდ იმის გამო გადააყენეს, რომ ის „ოცნების“ ოპოზიცია იყო და ხელფასების გამო შექმნილი კრიზისი გამოგონილია.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილისა და „ოცნების“ გარიგებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ბაქარ შირაძეც: „დღევანდელი სხდომა ეს იყო ინაშვილის და „ოცნების“ დაგეგმილი სპექტაკლი, ღალატი ბორჯომისა, ამიტომ არ მივედი ამ სხდომაზე“.
გარდა ოპოზიციცური პარტიების დეპუტატებისა, ჩაჩანიძის მხარეს დარჩნენ მისი ორი თანაგუნდელი: ვიოლეტა ბალახაშვილი და ფირან გოგიჩაიშვილი.

ხელისუფლებამ ბორჯომში ოპოზიციონერი თავმჯდომარე გადააყენა [Video]

„ყველა საკითხი ჩვეუელბრივ გადიოდა საკრებულო სხდომებზე, რაც კი მუნიციპალიტეტის განვითარებას სჭრიდებოდა. ერთადერთი რაზეც ვერ შეთანხმდნენ, ხელფასები იყო. ვფიქრობ, ჩაჩანიძე კარგად მუშაობდა“, – ამბობს ვიოლეტა ბალახაშვილი.

„ჩემთვის არც პარტიას და არც „ოცნებას“ არაფერი დაუძალებია, არჩევანი დამოუკიდებლად გავაკეთე. არ ვფიქრობ, რომ ჩაჩანიძე უნდა გადაეყენებინათ“, – გვითხრა ფირან გოგიჩაიშვილმა.

ორივე მათგანი აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მათივე თანაგუნდელის გიორგი გოგიჩაიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ. თუმცა, ჯერ ის თუ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გადაწყვეტილი არაა.

ხელისუფლებამ ბორჯომში ოპოზიციონერი თავმჯდომარე გადააყენა [Video]

[ავტორი: თამუნა უჩიძე,
ვიდეო: ოთარ აწყურელი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ მოადგილის კანდიდატურა განიხილება
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილედ "ოცნების" წევრი წარადგინა
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია: თავმჯდომარის იმპიჩმენტი ხელფასების საკითხს არ უკავშირდება
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს თანაპარტიელები უწყობენ
‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ