ახალციხის მერიამ ვალეში ბაღებზე გზის გაჭრის საქმის შესწავლა დაიწყო »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ ვალეში ბაღებზე გზის გაჭრის საქმის შესწავლა დაიწყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 28.03.2018
ხეხილის ბაღები, სადაც ვალეში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ გზა გაჭრა, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ დაათვალიერა.

ახალციხის მერიამ ვალეში ბაღებზე გზის გაჭრის საქმის შესწავლა დაიწყო

ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ადგილობრივებთან არ უსაუბრია, თუმცა კომპანია „ბესტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, კომპანია, მდინარეზე მისასვლელეად და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად უკვე ალტერნატიული გზით სარგებლობს: „კომპანიას შეეძლო ბაღებში შესვლამდე მოემართა ჩვენთვის და ვეტყოდით შეჭრის გარეშე როგორ უნდა მისულიყვნენ მდინარემდე. ახლა უკვე იციან და ალტერნატიული გზით დადიან. ეს გზა ბაღებზე აცილებულია“.

მერი კვლავ აცხადებს, რომ ბაღებზე გზა გადიოდა, თუმცა, ის მხოლოდ მსუბუქი მანქანებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა კი ტერიტორია დაზიანებულია: „ბაღებში გზა, დაახლოებით 60 მეტრზე, მართლაც ცუდად არის შეჭრილი. სატვირთო მანქანებმა რომ დაიწყეს სიარული, საბურავებმა გზა ჩაჭრეს და ასეთ მდგომარეობაში იმიტომ ჩავარდა“.

მერი ამბობს, რომ ბაღებში დაზიანებული ხეები ვერ ნახა; „მოჭრილი ტოტებია, ვფიქრობთ, რომ ადგილობრივებმა მოჭრეს. იქ, მხოლოდ ერთი ჭანჭურის ხე იყო ძირიდან ამოღებული და ესეცმ ჩვენი დაკვირვებით, ერთი წლის წინანდელი უნდა იყოს, რადგან გამხმარია უკვე“.

ზაზა მელიქიძის თქმით, კომპანია მზადაა დაზიანენული მოაკვეთი დაამუშაოს და ბალახი დათესოს. ხეხილის საქმეზე კი მოსახლეობას შეუძლია იდავოს სამართლებრივად.

შეგახსენებთ, ვალეში მცხოვრებმა ზვიად ნადირაძემ 26 მარტის დილას აღმოაჩინა, რომ მის ბაღში გზა გაუჭრიათ და ვაშლისა და ჭანჭურის ხეები დაუმტვრევიათ. კომპანიამ, რომელიც აქ ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებს, ბაღებში სატვირთო მანქანები ისე შეიყვანა, რომ არც ზვიად ნადირაძე გაუფრთხილებია და არც მისი მეზობლები.

ვალის მოსახლეობა კომპანია „ბესტს“ ედავება. ადგილობრივებმა 26 მარტს პოლიციაც გამოიძახეს. ძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

კომპანია მდინარე ფოცხოვზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებს. მას ახალციხის მერიის ტენდერი 227 076 ლარად აქვს მოგებული. „ბესტი“ გასული წლის ნოებმრიდან, მდინარის ნაპირზე ბაღებისა და ნათესების დატბორვისგან დასაცავად, გამაგრებით სამუშაოებს ასრულებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალეში ხეხილის ბაღებზე გაჭრილი გზა მშენებელ კომპანიას არ აღუდგენია
ვალეში კომპანიამ ტერიტორია ისე დატოვა რომ ბაღებზე გაჭრილი გზა არ აღადგინა
ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა
ბორჯომში სამი ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის პროექტმა კიდევ ათი დღით გადაიწია
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
აგარისა და მუსხის საბავშვო ბაღებში სწავლა კიდევ ორი კვირით გადაიდო